როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფუნთუშები ყაყაჩოს თესლითა და ქიშმიშით

1086

ბავშვობაში ნამდვილი ტკბილეულის მოყვარული ვიყავი, განსაკუთრებული დესერტი კი ბებიას გამომცხვარი არომატული ფუნთუშები იყო, რომლებსაც შოკოლადისა და ქიშმიშის შიგთავსი ჰქონდა. ასეთ გემრიელ ტკბილეულს ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ იპოვით მაღაზიებსა და საცხობებში.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ გემრიელი ფუნთუშების განსაკუთრებულ რეცეპტს ქიშმიშით, რომელიც თქვენი ცხობის შესაძლებლობებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.

ფუნთუშები ქიშმიშით

ინგრედიენტები 

  • 400 გრ ფქვილი
  • 50 გრ კარაქი
  • 5,5 ს.კ. შაქარი
  • 150 მლ წყალი
  • 20 მშრალი საფუარი
  • 2 ც კვერცხი
  • 100 გრ ყაყაჩოს თესლი
  • 1 ჭიქა ქიშმიში
  • 100 მლ რძე
  • 100 გრ შოკოლადი

მომზადების წესი

1. გახსენით საფუარი თბილ წყალში, დაუმატეთ 0,5 ს.კ.  შაქარი და 10 წუთით გააჩერეთ.

2. გაათბეთ 80 მლ რძე, დაუმატეთ 2 ს.კ. შაქარი და კარაქი. მასა დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ მანამ, სანამ შაქარი და კარაქი ბოლომდე არ გაიხსნება, მაგრამ არ მოადუღოთ.

3. გადგმოდგით ნაზავი ცეცხლიდან, გააცივეთ და დაუმატეთ 200 გრ გაცრილი ფქვილი. კარგად მოურიეთ, ზემოდან სამზარეულოს ხელსახოცი გადააფარეთ და გააჩერეთ 20 წუთით.

4. გარეცხეთ ყაყაჩო მდუღარე წყალში, ქიშმიში წყალში ჩაალბეთ.

5. რძის, კარაქისა და ფქვილის ნაზავს დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი და 200 გრ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ხელსახოცი და კვლავ გააჩერეთ 40 წუთით, რათა უფრო დიდი მოცულობა ჰქონდეს.

6. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შიგთავსი. მოადუღეთ დარჩენილი 20 მლ რძე 3 ს.კ. შაქართან ერთად. დაუმატეთ მზა ყაყაჩოს თესლი ქიშმიშთან ერთად და მოურიეთ.

7. გაიყვანეთ ცომი, მის ზედაპირზე შიგთავსი მოათავსეთ, შემდეგ გაახვიეთ რულეტივით და დაჭერით ნაჭრებად.

8. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მასზე მზა ფუნთუშები დაალაგეთ (ერთმანეთისგან 1-2 სანტიმეტრით დააშორეთ). ზემოდან კი ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით.

9. მოათავსეთ ფუნთუშები 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით.

10. ბოლოს, წყლის ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და ზემოდან მოასხით გამომცხვარ ფუნთუშებს, შემდეგ კი დესერტი ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.

ასეთი გემრიელობის წინაშე ყველა დიეტა უძლურია, რადგან მასზე უარის თქმა არავის შეუძლია.