ჰაეროვანი ფუნთუშები, რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ

1227

ვის ახსოვს ფაფუკი ტკბილი ფუნთუშები, რომლებიც 9 თეთრად იყიდებოდა? სწორედ ამდენი ღირდა მაშინ ბედნიერება! ჰაეროვანი ცომეული ჭიქა რძესთან ერთად იყო იდეალური წასახემსებელი, რომლის წარმოდგენაც შეიძლებოდა.

მოგენატრათ არომატული ფუნთუშები? Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ საფუვრიანი ფუნთუშების რეცეპტს, რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ. მოიმარაგეთ მარტივი პროდუქტები, რომლებიც მოსამზადებლად გჭირდებათ, და საქმეს შეუდექით.

როგორ გამოვაცხოთ ტკბილი ფუნთუშები რძეზე

ცომეული კარგად რომ შეწითლდეს, 21 გრამი ახალი საფუარი გჭირდებათ. მშრალი საფუარიც გამოგადგებათ, ოღონდ 3-ჯერ უფრო ნაკლები. 7 გრამი მშრალი საფუარი ჰაეროვანი ცომეულის მოსამზადებლად საკმარისია.

ინგრედიენტები:

  • 270 გ რძე
  • 3 ჩ/კ ვანილი
  • 550 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 130 გ შაქარი
  • 80 გ კარაქი
  • 21 გ საფუარი

მომზადების წესი:

1. 250 მლ თბილი რძე ღრმა თასში ჩაასხით. 1 ს/კ შაქარი და ახალი საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

2. 2 ს/კ ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ და ნარევს დააფარეთ. 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, სანამ ქაფიანი ქუდი წარმოიქმნება.

3. კვერცხი აიღეთ, კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის ცილები საფუვრიან ნარევს დაუმატეთ. დარჩენილი შაქარი და მარილი დაუმატეთ.

4. კიდევ ერთი კვერცხი ათქვიფეთ. ვანილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნაწილ–ნაწილ ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. ჯერ სპატულით აურიეთ, შემდეგ ხელით.

5. რბილი კარაქი ნაჭრებად დაჭერით და ცომს აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად მოზილეთ.

6. ცომი დააგუნდავეთ. ცოტა ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ. შესაფუთი პარკი დააფარეთ. მასში ნახვრეტი გააკეთეთ. ოთახის ტემპერატურაზე მოცულობის გაორმაგებამდე 1 საათი გააჩერეთ.

7. ცომი კარგად ჩაზილეთ. თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. ბურთები დააგუნდავეთ. ნამზადები პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

8. მომავალ ფუნთუშებს პირსახოცი დააფარეთ. ოთახის ტემპერატურაზე 40 წუთი გააჩერეთ.

9. კვერცხის გული და რძე აურიეთ. მიღებული ნარევი ყველა ფუნთუშას წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ. მზადაა!

ფუნთუშებს უფრო საინტერესო გემო რომ შესძინოთ, ზემოდან სპეციალური ნარევი მოაყარეთ. ამისთვის შაქარი და დაფქული დარიჩინი აურიეთ. ცომის ბურთებს მოაყარეთ და შემდეგ გამოაცხვეთ. უფრო გემრიელი და არომატული გამოვა!