როგორ მოვამზადოთ ბარკლები სადღესასწაულოდ

1863

ოჯახის შეკრებებზე და მეგობრებთან ხმაურიან წვეულებებზე, მომზადებული ქათამი არცერთ შემთხვევაში არ იქნება ზედმეტი, პირიქით ის ორივე მაგიდას ძალიან მოუხდება.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგ რეცეპტს.

კერძი ქათმის ბარკლებისგან

ქათმის ბარკლები ბოსტნეულით ფოლგაში

აღმოსავლურ კერძებში ქათამი ყველაზე გემრიელია! სქელი, სურნელოვანი, ტკბილ-ცხარე, იოგურტისებურად რბილი, ამ ყველაფერს ძალიან მოუხდება პიკანტური სოუსი. ამ ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძი გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები

  • 3 ბარკალი
  • 6 კარტოფილი
  • 3 ბულგარული წიწაკა
  • 3 პომიდორი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ტარო სიმინდი
  • 1 წიწაკა ჩილი
  • 3 სუფრის კოვზი იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი ტომატ პასტა
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი ბექონდარა
  • 1 სუფრის კოვზი მოცხარი
  • 3-4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.მოამზადეთ სოუს-მარინადი. ამისათვის იოგურტი, ტომატ პასტა, თაფლი, ბექონდარა, მოცხარი და კარაქი აურიეთ ერთმანეთს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

2.ბარკალს მოაშორეთ კანი, წაუსვით მომზადებული სოუსი და გააჩერეთ 30 წუთით. გაასუთავეთ კარტოფილი, მსხვილად დაჭერით, მსგავსად დაჭერით სიმინდი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა.

3.მოამზადეთ ფოლგის 3 ფირფიტა. თითოეულზე დადეთ ბარკალი, დაჭრილი ბოსტნეული, სიმინდი და ნიორი. კონვერტისებურად შეკარით ფოლგის კუთხეები.

4.გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 40 წუთი.

ქათმის ბარკალი ქოქოსით

ქათამი და ქოქოსი – ეს არის ინგრედიენტების შერწყმა, რომელიც აზიაში ძალიან უყვართ. ხშირ შემთხვევაში ხორცს უბრალოდ თუშავენ ქოქოსის რძეში, მას უმატებენ კლარს ან კარრის. ქათამი ქოქოსში გამოდის ძალიან წვნიანი, აპეტიტური და ხრაშუნა.

ინგრედიენტები

  • 6 ქათმის ბარკალი
  • 2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • 4 სუფრის კოვზი ქოქოსი
  • 1 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • 100მლ მზესუმზირის ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 4 მანდარინი
  • 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
  • წითელი წიწაკა გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.მოვამზადოთ მარინადი. მანდარინის წვენს დაუმატეთ სოიოს სოუსი, ორი სახის წიწაკა და მარილი. ქათმის ბარკლები მოათავსეთ მარინადში 6 საათით (ბარკლის მარინადში ჩადებიდან 2-3 საათში გადმოაბრუნეთ ბარკალი). მარინადი შეინახეთ გააცხელეთ და მზა კერძს თავზე მოასხით.

2.მოამზადეთ 3 ცალი ღრმა ჯამი ფქვილისთვის, ათქვეფილი კვერცხისთვის და ქოქოსისთვის. ფქვილს მოაყარეთ მარილი და მასში ამოავლეთ ბარკლები. შემდეგ ამოავლეთ კვერცხში და ქოქოსის ფანტელში.

3.ჩართეთ ღუმელი გასახურებლად, მანამდე ქათამი შეწვით ორივე მხრიდან 5-5 წუთი მცენარეულ ზეთში.

4.გამოსაცხობი ფირფიტა დაამუშავეთ ზეთით, მოათავსეთ მასზე ბარკლები და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 35 წუთი.

აუცილებელია: გირჩევთ ქათამს მოაშოროთ კანი, არ გამოტოვოთ ეს საფეხური. თუ მას კანთან ერტად გამოაცხობთ, გამოყოფილი ცხიმი გადაფარავს ბოსტნეული და სოუსის გემოს. გისურვებთ წარმატებულ კერძებს!

მოამზადეთ და გაახარეთ ახლობლები!