როგორ გავარჩიოთ იაპონური წიწიბურა დახლებზე

857

ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში, წიწიბურის მსგავსი პროდუქტები მაღაზიის დახლებიდან უმალვე ქრება. კრიზისის პერიოდში, მისი ფასი არასტაბილურია. იმისათვის, რომ ამ მომენტშიც საუკეთესო პროდუქტის არჩევა შევძლოთ,უნდა ვიცოდეთ ხერხები.

წიწიბურის სახეობები

1.იადრიცა – ყველაზე გავრცელებული სახეობაა, სწორედ მისგან ამზადებენ უგემრიელეს ფაფებს. რაც უფრო მსხვილია მარცვალი, მეტად მაღალია მისი ღირებულება.

2.პროდელი ან სეჩკა – ამ სახის წიწიბურა ღირს ნაკლები და შედარებით სწრაფად მზადდება.

3.სმოლენსკის მარცვალი – იყენებენ ფაფების მოსამზადებლად, შედარებით წვრილი და არა მდგრადი მარცვალია.

4.წიწიბურის ფქვილი – გამოიყენება: პურის, ლაფშის და ფუნთუშების მოსამზადებლად.

5.მწვანე წიწიბურა – გამოირჩევა შედარებით ნაზი გემოთი. მწვანე წიწიბურა არ გადის უხეშ დამუშავებას, როგორც სხვა სახეობა. მასში შენარჩუნებულია ბუნებრივი სასარგებლო ნივთიერებები.

იაპონური წიწიბურა

წიწიბურის სამშობლოში წლის განმავლობაში მსოფლიოში მთელი მოსავლის მესამედზე მეტი მოჰყავთ.

იაპონელი ექიმები გვირჩევენ წიწიბურის ჩაის დალევას.

იაპონელები წიწიბურისგან ამზადებენ უგემრიელეს ლაფშას.

როგორ განვასხვაოთ იაპონური წიწიბურა

1.ფორმა და ზომა- რუსული წიწიბურა მეტად მსხვილია. იაპონურ წიწიბურას აქვს მომრგვალებული ფორმა.

2.ფერი – იმპორტირებული გრეჩიხა შედარებით მუქია. იმიტომ, რომ იაპონურ გრეჩიხას 2 ჯერ ხალავენ, ხოლო რუსულს ერთხელ.

3.ფასი – იაპონური მეტად იაფი ღირს.

უმეტესობა თვლის, რომ იაპონურ გრეჩიხას თავისებური არასასიამოვნო გემო აქვს.