რის ამზადებს ქათმისგან ვახშამზე ხანში შესული სპორცმენის ცოლი

1344

ფუ, ქათმის კუჭი! აქამდე ალბათ ეს პროდუქტი არ გიყვარდათ, მაგრამ დღეს ეს შეხედულება შეგეცვლებათ. გიცდიათ ამ პროდუქტის ტაფაზე შეწვა? ამ შემთხვევაში საუბარია არა სიჯანსაღეზე, არამედ გემოზე.

მე ძალიან მიყვარს ქათმის კუჭი, მას უამრავი მეთოდით ვამზადებ. დღეს ჩემს ფავორიტ მეთოდს გაგიზიარებთ.

ქათმის კუჭი ტაფაზე

მთავარი ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – კარგად უნდა გაასუფთავოთ პროდუქტი.

როგორ გავასუფთაოთ ქათმის კუჭი

1.სპეციფიური სუნის მოსაშორებლად, აიღეთ ცივი წყალი და მასში გახსენით ცოტა მარილი. მოათავსეთ ამ წყალში დაახლოებით 30 წუთი.

2.აუცილებლად მოაშორეთ უხეში კანი, რომელიც პროდუქტს შიგნიდან ეკვრის.

3.მოაშორეთ მთელი ცხიმი, რაც ზედმეტია. ამ მოქმედებების შემდეგ კარგად გარეცხეთ.

დამუშავებული პროდუქტი გადაიტანეთ მოსათუშად. შეგიძლიათ მოამზადოთ გრილზე. რათა პროდუქტი მეტად დარბილდეს, მოათავსეთ მარილიან წყალში 40 წუთი.

კუჭი ძალიან კარგად იწოვს სანელებლებს.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის კუჭი
  • 2 დიდი ხახვი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 100მლ ქათმის ბულიონი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშული კუჭი გააგრილეთ და დააქუცმაცეთ. ამასობაში ტაფაზე მოთუშეთ ხახვი.

2.დაუმატეთ კუჭი და ჩაასხით ბულიონი. მოაყარეთ სანელებლები, მარილი და წიწაკა. დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.

3.მოხადეთ თავსაფარი, ჩაასხით სოიოს სოუსი და აუწიეთ ცეცხლს. ბოლოს დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანილი. ეს კერძი ძალიან უხდება კარტოფილს ან ფაფას.

არაჟანში მოთუშული ქათმის კუჭი

ინგრედიენტები

  • 1კგ ქათმის კუჭი
  • 150გ არაჟანი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 30გ კარაქი
  • ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, სანელებლები და შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი კუბიკებად, უმჯობესია ნიორიც დაჭრათ. მოხარშული კუჭები დააქუცმაცეთ. მოათავსეთ ტაფაზე ხახვი, მოთუშეთ, დაუმატეთ ნიორი და სტაფილო. ბოლოს დაუმატეთ კუჭები და შეწვით 5 წუთი.
  2. დროა დავუმატოთ არაჟანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაიონეზი. მოათავსეთ ტაფაზე, დაუმატეთ 1/3 ჭიქა წყალი, მარილი და წიწაკა. არაჟანი შეგიძლიათ დაატკბოთ შაქრით.
  3. დაუმატეთ კარაქი და მოამზადეთ თავდახურულად 5 წუთი. მოაყარეთ მწვანილი.

გრილზე მომზადებული ქათმის კუჭები

ინგრედიენტები

  • 1კგ ქათმის კუჭი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 2 ცალი ხახვუ
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი, სანელებლები და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. უმჯობესია გამოიყენოთ სხვადასხვა სანელებლების ნაზავი, რათა მეტად არომატული გამოვიდეს კერძი.
  2. ამ შემთხვევაში გასუფთავებული კუჭები დავამარინადე. არ გაჭრათ, უბრალოდ მოაყარეთ ხახვი, ნიორი, სანელებლები, მარილი და ცხიმიანი მაიონეზი. კარგად მოურიეთ. დაელოდეთ 3 საათი.
  3. დამარინადებული კუჭები აკინძეთ შამფურზე და შეწვით. ყურადღებით იყავით არ დაგეწვეთ!

რედაქციისგან

ეს პროდუქტი ხორცსაც არ ჩამოუვარდება. ის შეიცავს ბევრ თუთიას, რომელიც ზრდაში უწყობს ორგანიზმს ხელს. თუ ფრინველი ახალგაზრდაა კუჭი 40 წუთში უნდა მოიხარშოს.

გემრიელად მიირთვით!