საქონლის ხორცი მშრალ ტაფაზე ბოსტნეულში
ინგრედიენტები
- 400-500გ საქონლის ხორცი
- 3 სუფრის კოვზი მდოგვი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- როზმარინი
- 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 2-3 ქამა სოკო
- 0,5 ყაბაყი
მომზადება
- გარეცხეთ ხორცი, დაჭერით და დაამარინადეთ.
- ხორცს წაუსვით მდოგვი, მოაყარეთ როზმარინი და მარილი.დატოვეთ დასამარინადებლად 5-7 საათი.
- ხორცს წაუსვით ცხიმი, უმჯობესია გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი. შეწვით ხორცი 7 წუთი ერთი მხრიდან, ხოლო 7 წუთი მეორე მხრიდან.
- ბოსტნეულს წაუსვით მცენარეული ზეთი და ხორცთან ერთად შეწვით. მოაყარეთ მარილი.
- ხორცის და ბოსტნეულის გრილზე შეწვა დაახლოებით 15 წუთს წაგართმევთ.
მშრალ ტაფაზე მომზადებული ქათამი
ინგრედიენტები
- 1 ქათმის ფილე
- მცენარეული ზეთი
- მარილი, წიწაკა და სანელებლები
- ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო
მომზადება
- გარეცხეთ ფილე და გაჭერით 2 ნაწილად. სტეიკებს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ სანელებლები. დაელოდეთ 20 წუთი.
- სანამ სტეიკს ტაფაზე მოათავსებთ, წაუსვით ზეთი.
- ამ კერძს გარნირად ძალიან უხდება ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ბოსტნეული გარეცხეთ და მოასხით ცხელი წყალი.
- ნახევრად მოხარშულ ბოსტნეულს წაუსვით ზეთი და მოათავსეთ ქათამთან ტაფაზე.
- შეწვით 7-10 წუთი.
- ქათმის ფილე შეგიძლიათ გადმოიტანოთ ტაფიდან, ხოლო ბოსტნეული სასურველ დონემდე დაბრაწოთ.
თევზის სტეიკი
ინგრედიენტები
- 500გ კარპის ფილე
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- მცენარეული ზეთი
- პერგამენტის ქაღალდი
- 150-200გ წყალი
- მარილი, წიწაკა
- სოკო, ბროკოლი, ყაბაყი და წიწაკა
მომზადება
- წყალში გახსენით სუფრის კოვზი შაქარი და მარილი, მასში მოათავსეთ ქათმის ფილე.
- პერგამენტის ქაღალდს წაუსვით ცხიმი, მის ნახევარზე მოათავსეთ თევზი, გადაახვიეთ მეორე ნახევრით. ქაღალდითვე მოათავსეთ ტაფაზე.
- დაჭერით ბოსტნეული და თევზთან ერთად დაბრაწეთ. ბოსტნეულს აუცილებლად მოასხით ზეთი.
- მოამზადეთ დაახლოებით 20 წუთი.
- მოაყარეთ მარილი და დააგემოვნეთ.
გემრიელად მიირთვით!