ჰაეროვანი და გემრიელი პროფიტროლი საოცარი მოხარშული ან შედედებული რძის კრემით – ეს დესერტი გულგრილს ვერავის დატოვებს.
ინგრედიენტები
- 300გ ფქვილი
- 100გ მარგარინი
- 50გ შაქარი
- 5გ მარილი
- 250მლ წყალი
შიგთავსისთვის
- 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
- 60გ კარაქი
მომზადება
- ცომის მოსამზადებლად ტაფაზე დაასხით ცომი, მოაყარეთ შაქარი, მარილი და მარგარინი.
- მოურიეთ და წამოადუღეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.
- როცა ცომგახდება ერთგვაროვანი, დატოვეთ და დაელოდეთ მის გაგრილებას.
- თბილ მასას დაუმატეთ კვერცხი თითო-თითოდ.
- ცომი გამოდის ჰაეროვანი.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ამოავსეთ საკონდიტრო ტომარა ცომით.
- გამოსაცხობ ფორმაზე ტომრის მეშვეობით მოათავსეთ პროფიტროლები.
- გამოაცხვეთ 20 წუთი 220 გრადუსზე, ხოლო შემდეგ 10 წუთი 170 გრადუსზე.
- შედედებულ რძეს დაუმატეთ კარაქი. ამოავსეთ შიგთავსით დესერტი.
- ფროფიტროლებს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!