მოხარშული სიმინდი ბევრ ადამიანს უყვარს, მაგრამ ნამდვილად რბილი და არომატული სიმინდის მომზადება ცოტან თუ იცის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მზარეულის რჩევებს, როგორ მოხარშოთ სიმინდი სწორად, როდის მოაყაროთ მარილი, რა დაუმატოთ. სიმინდის ჯიშსაც მნიშვნელობა აქვს. შაქრიანი და საკვები ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდება.
ჯიშის განსაზღვრა
თუ სიმინდს თავად ზრდით, ყველაფერი მარტივია. გაზაფხულზე რომელ თესლსაც შეიძენთ, იმ ჯიშის სიმინდს მიიღებთ. თუ მაღაზიაში ან ბაზარში ყიდულობთ, მარცვლებს დააკვირდით. ასე შეძლებთ გაიგოთ, სიმინდი რბილი და წვნიანია თუ არა. თუ შესაძლებელია, მარცვალი გასინჯეთ. შაქრიან ჯიშს ღია ფერის მარცვლები აქვს, ტკბილი და წვნიანია. საკვები ჯიშის გემო ნეიტრალურია. ძველი სიმინდის მარცვლები ყვითელი და მშრალია.
როგორ მოვხარშოთ სიმინდი
რბილი და წვნიანი სიმინდის მოსახარშად 5 ძირითადი ეტაპი დაიცავით:
1. სიმინდის ტარო ფოთლებისგან გაწმინდეთ. 1-2 საათით წყალში ჩაალბეთ. ასე მარცვლები შიგნით დარბილდება, ხოლო გარსი კარგად მოიხარშება.
2. ქვაბში წყალი ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. სიმინდი მხოლოდ ცხელ წყალში ჩადეთ.
3. მარილი ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოაყარეთ. თუ უფრო ადრე დაუმატებთ, მარცვლები მაგარი დარჩება.
4. სიმინდის მოხარშვას 20 წუთი სჭირდება. ქვაბიდან წყალი გადაასხით და სიმინდი მასში დატოვეთ. 20 წუთით ქვაბი შეფუთეთ.
5. ხარშვისას რამდენიმე მარცვალი გატეხეთ და გასინჯეთ. ზოგჯერ სიმინდს მოსახარშად მეტი დრო სჭირდება.
სიმინდის მოხარშვას საკმარისი დრო დაუთმეთ, რომ რბილი და არომატული გამოვიდეს. დაიმახსოვრეთ! სიმინდი მხოლოდ ცხელ წყალს დაუმატეთ, მარილი ხარშვის ბოლოს დაუმატეთ და შემდეგ ქვაბი გაგრილებამდე შეფუთეთ. შაქრიანი ჯიშის სიმინდის ტკბილი გემოთი და წვნიანი შედეგით ისიამოვნეთ.