რა შეიძლება მოვამზადოთ ნივრის ისრებისგან

1191

ბევრმა არ იცის, რომ ნივრის ისრები ძალიან სასარგებლო და გემრიელია, ამიტომ, ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ რეცეპტს, როგორ მოამზადოთ გემრიელი კერძი ნივრის ისრებისგან ძალიან სწრაფად.

ნივრის ისრები

ნივრის ისრები უნდა მოჭრათ დროულად, თუ მას გვიან მოჭრით, იგი დაკარგავს ყოველგვარ სასარგებლო თვისებას.

ნივრის ისრები შეგიძლიათ მოჭრათ დანით, ან უბრალოდ გადატეხოთ. უმჯობესია ეს დილით გააკეთოთ, როცა იგი ტენიანობითაა გაჟღენთილი. ასეთ შემთხვევაში, მისი მომზადება უფრო მარტივი იქნება და მომდევნო დღეს უფრო ადვილად დაჭრით. ნივრის ისრების მოსამზადებლად მხოლოდ რბილი ნაწილი უნდა გამოიყენოთ, თესლის მარცვლების გარეშე.

ახლა კი დროა მის მომზადებას შევუდგეთ.

ინგრედიენტები

  • 1 მუჭა ახალი ნივრის ისრები
  • 20 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ნივრის ისრები დაჭერით 4-5 სმ სიგრძის ნაწილებად.

2. გაცხელებულ ტაფაზე დაადნეთ კარაქი და მაშინვე დაუმატეთ დაჭრილი ნივრის ისრები. კარგად მოურიეთ და შეწვით საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე 3-5 წუთით, შემდეგ კი მოაყარეთ მარილი.

3. შემწვარ ნივრის ისრებს დაუმატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ.

4. დაასხით წყალი, ტაფას დაახურეთ თავსახური და 8-10 წუთით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

5. როდესაც ზედმეტი სითხის უმეტესი ნაწილი აორთქლდება, კერძიც მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!

ასევე გთავაზობთ ნივრის ისრების მომზადებას კვერცხთან და პომიდორთან ერთად. ასე კერძი უფრო სასარგებლო და გემრიელი იქნება.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ნივრის ისრები
  • 4 ც კვერცხი
  • 2 ც საშუალო ზომის პომიდორი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხილი ნივრის ისრები დაჭერით 3-4 სმ სიგრძის ნაწილებად.

2. გაცხელებულ ტაფას მოასხით ზეთი და დაყარეთ დაჭრილი ისრები, შეწვით დაახლოებით 10 წუთი.

3. ნივრის ისრებს დაუმატეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი.

4. ათქვიფეთ კვერცხი, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ და ზემოდან მოასხით ისრებსა და პომიდორს.

5. როდესაც კვერცხი გამოცხვება და აფუვდება, კერძიც მზად იქნება.