ლეგენდარული ტერამისუ – იტალიური სამზარეულოს დედოფალი

1870

ტერამისუ იტალიური სამზარეულოს საამაყო და მთელს მსოფლიოში ცნობილი დესერტია. მისი მომზადება სახლის პირობებში არ არის რთული!

ინგრედიენტები

  • ნაღების ყველი მასკარპონე 400გ
  • სვაროდიას ორცხობილა 300გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 1/2 ჭიქა
  • ყავა 150მლ
  • რომი, მარსალა ან ამარეტო 1 სუფრის კოვზი
  • კაკაო ან გახეხილი შოკოლადი
  • მარწყვი

ინგრედიენტები

  1. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გული ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად, დაუმატეთ მასკარპონე და კარგად მოურიეთ.
  2. ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე, დაუმატეთ ყველის მასა და ფრთხილად მოურიეთ.
  3. მოადუღეთ ყავა, დაუმატეთ კონიაკი და დანამეთ ორცხობილა.
  4. შუშის ან კერამიკის ფორმაში მოათავსეთ ორცხობილა, მოასხით ყველის მასა, შემდეგ ისევ ორცხობილა, კიდევ ერთი კრემის ფენა.
  5. მოათავსეთ მაცივარში. მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!