რა უნდა ქნათ თუ ორაგული ძალიან მარილიანია

727

ხშირად მიყიდია ზედმეტად მარილიანი თევზი. მომიმზადებია საყვარელი კერძი, მაგრამ ეს ზედმეტი მარილი ყველაფერს აფუჭებს.

ინტერნეტ ფორუმზე წავაწყდი ასეთ შეკითხვას: როგორ გამოვიყენო ცივად შებოლილი ზედმეტად მარილიანი ორაგული?

ამ პოსტის ქვეშ უამრავი კომენტარი და რჩევა დაიწერა.

ამ პრობლემის გამოსასწორებლად 2 ვარიანტი გვაქვს: უნდა მოვამზადოთ შესაბამისი კერძი, ან უნდა მოვაშოროთ მარილის ნაწილი მაინც.

მარილის ამოყვანა

1.რძე

2.წყალი

მარილიანი თევზი უნდა დაალბოთ რამდენიმე საათი ან მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ პროდუქტს უნდა დაუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ოხრახუში, ხახვი და ზეითუნის ზეთი.

წითელ ორაგულს არ უხდება ძმარი.

თუ თევზის დალბობა არ გინდათ, მაშინ მისგან უნდა მოამზადოთ კერძი.

ჩვენ შემოგთავაზებთ საუკეთესო ვარიანტებს.

1.ნამცხვარი ან პიცა. უბრალოდ ცომი უნდა მოამზადოთ უფრო ტკბილი ვიდრე ჩვეულებრივ. თევზს ძალიან მოუხება სოკო, ნიგოზი, ბროკკოლი.

2.შუბა. ქაშაყი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ორაგულით. ძალიან გემრიელია!

3.სუპი. ბრინჯის ან ყველის სუპი.

4.თევზი გარნირით. მოხარშეთ უმარილო ბრინჯი და თევზი მოათავსეთ ზემოდან. ბრინჯი ამ შემთხვევაში შეიწოვს ზედმეტ მარილს. მეორე ვარიანტი – მაკარონით. დაჭერით თევზი წვრილად და შეწვით ზეთში. დაუმატეთ არაჟანი და ყველი. დატოვეთ ეცხლზე 5 წუთი. მიირთვით უმარილო მაკარონთან ერთად.

5.პაშტეტი – სენდვიჩებისთვის შეუცვლელია. დაქუცმაცებულ თევზს დაუმატეთ კარაქი და ლიმონის ცედრა.

6.სალათი. ბოსტნეულის სალათი ძალიან კარგი ვარიანტია. უმარილო ბოსტნეული თევზს ზედმეტ მარილს წაართმევს.

7.შიგთავსი ბლინებისთვის. თევზს დაუმატეთ მოთუშული ისპანახი და ხაჭო. კიდევ ერთი უფრო მარტივი ვარიანტი: მოთუშეთ სტაფილო და ხახვი, დაუმატეთ თევზს.

8.დამოუკიდებელი კერძი, რომელიც ჯერ უსახელოა. დაჭერით წვრილად ხახვი, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო. მოასხთ პომიდვრის პასტა, ლიმონის მჟავა და მოაყარეთ შაქარი. დაჭერით თევზი და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. შეინახეთ მაცივარში 8-12 საათი.

გემრიელად მიირთვით!