ქათმის დამუშავებისას, ფრთხებს მუდამ ცალკე გადავდებ და საყინულეში ვინახავ. როდესაც 10-12 ცალი მიგროვდება, ან კარტოფილთან ვაცხობ, ან ბოსტნეულის გარეშე, თაფლისა და მდოგვის სოუსში. სინამდვილეში, ფრთები კარტოფილს მხოლოდ ხორცის არომატს აძლევს, თავად ხორცი კი ძალიან ცოტაა. მთავარი პრობლემა კი გახლავთ ის, რომ მათი მირთმევა მოუხერხებელია: ერთი ძვალია და სხვა არაფერი. შესაძლებელია კი ფრიტიურში ფრთების მომზადება ძვლების გარეშე?
ჩვენ გთავაზობთ ხერხს, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა. მთავარია, სწორად დაამუშავოთ ფრთები. ქათმის ფრთები ორიგინალურ სოუსში ხილითა და ბოსტნეულით – უჩვეულო და უგემრიელესი კერძია.
ინგრედიენტები
- 500-600 გრ ქათმის ფრთები
- 500 მლ ზეთი
- 2-3 ს.კ. სახამებელი
- 2 ბანანი
- 2 ს.კ. შაქარი
- 1 ს.კ. ძმარი
- 1 ც მწარე წიწაკა
- 3 ს.კ. წყალი
- 0/5 ლიმონი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გაჭერით ყოველი ფრთა სამ ნაწილად სახსრების მიხედვით. ყუნწი გადადეთ, არ დაგჭირდებათ. შემდეგ დაამუშავეთ დანარჩენი ნაწილები.
2. აიღეთ შუა ნაწილი, მასში 2 ძვალია: ერთი მსხვილი, მეორე უფრო წვრილი.კულინარიული მაკრატლის მეშვეობით განაცალკევეთ სახსარი, რომელიც ამ ორ ძვალს აერთებს. გააშიშვლეთ ძვალი, გამოიღეთ წვრილი ძვალი.
3. გადაწიეთ რბილობი სახსრის მხრისკენ და ამოატრიალეთ. ხორცი გარეთ აღმოჩნდება, კანი – შიგნით. გადადეთ.
4. ფრთის ზურგის მხარეზე განაცალკევეთ სახსარი, რომელზეც ფრთის შუა ნაწილი იყო მიმაგრებული. გადაწიეთ რბილობი, გააშიშვლეთ ძვალი. როგორ წინა შემთხვევაში, ხორცი გარეთ რჩევა, კანი შიგნით.
5. ერთი ფრთისგან ორი ასეთი ორიგინალური ხორციანი ძვალი გამოგივათ.
6. დაამარინადეთ ფრთები ნახევარი ლიმონის წვენის, შაქრის, მარილისა და პილპილის ნარევში. დატოეთ 20 წუთით.
7. ჩაასხით ზეთი ღრმა ფორმაში. სახამებელი გამოიყენეთ საფანელის სახით, ამოავლეთ ფრთები. შეწვით თანაბრად ყველა მხრიდან.
8. დაჭერით ბანანი და წიწაკა. ზეთში დაამატეთ შაქარი და მოამზადეთ კარამელი.
9. დაამატეთ კარამელში წყალი. ოდნავ გააცხელეთ მასა, შემდეგ დაამატეთ ძმარი და მარილი. როცა მასა ადუღდება, დაამატეთ ბანანი და წიწაკა. ხარშეთ 7 წუთი.
10. მიირთვით ფრთები სოუსთან.
საჭიროა თუ არა გარნირი? რატომაც არა! კარტოფილი ან მოთუშული კომბოსტო შესანიშნავი ვარიანტია.