დღეს ჩვენ 3 არაჩვეულებრი იდეას შემოგთავაზებთ, მათი დამსახურებით თქვენ დაუვიწყარ შთაბეჭილებას მოახდენთ სტუმრებზე.
ქაშაყის სალათი ახლებურად
ინგრედიენტები
- 5 ცალი ჭარხალი
- 1 ქაშაყი
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 20 ცალი ორცხობილა
- 3-4 მწვანე ხახვი
- 1 სტაფილო
- 3 მომოხარშული კარტოფილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- წვრილად გახეხეთ მოხარშული სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ.
- დაჭერით თევზის ფილე. წვრილად დაჭერით ხახვი.
- თეფშზე მოათავსეთ ორცხობილა, მასზე მოათასვეთ რკალი და ამოავსეთ სალათით.
- სალათზე მოათავსეთ თევზი, ხახვი და მაიონეზი.
- გემრიელად მიირთვით!
მანდარინები
ინგრედიენტები
- 2 სტაფილო
- 3 კვერცხი
- 90გ მდნარი ყველი
- 100გ ყველი
- 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
- ოხრახუში
- ნიორი
მომზადება
- გახეხეთ სტაფილო.
- სხვა ჯამში გახეხეთ კვერცხი, ორივე სახის ყველი და ნიორი. დაუმატეთ მაიონეზი. კარგად მოურიეთ.
- აიღეთ სუფრის კოვზი სალათი და დააბურთავეთ. ბურთულები მოატავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და შეინახეთ საყინულეში 10 წუთი.
- სტაფილოს მოაყარეთ მარილი, მოურიეთ.
- გაგრილებული შიგთავსს ფრთხილად შემოახვიეთ სტაფილო.
- გააფორმეთ მანდარინები მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!