ბულგარული წიწაკა С ვიტამინის საბადოა, მას კონკურენციას ციტრუსები და კენკრაც კი ვერ უწევენ. გარდა ამისა ის სალატებისა და კერძების მნიშვნელოვანი დანამატია, რომელიც მათ შესანიშნავი არომატით ავსებს. ბულგარული წიწაკა აუმჯობესებს მეტაბოლიზმსა და საკვების მონელებას, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი სწორად შერჩევის წესები.
ისევე როგორც ბევრ ბოსტნეულს, ბულგარულ წიწაკასაც ორი სქესი აქვს (დედალი და მამალი), “გოგონა” და “ბიჭუნა” წიწაკების გასარჩევად უბრალოდ გადმოაბრუნეთ ისინი, 4 დანაყოფიანი ბულგარული წიწაკა გოგონაა, 3 დანაყოფიანი კი “ბიჭი”. ახლა კი ვნახოთ რა განსხვავებაა მათ გემოსა და გამოყენებას შორის.
მდედრობითი სქესის ბულგარული წიწაკა უფრო წვნიანი, რბილი და ტკბილია, მისი გამოყენება სალათებში და უმად საჭმელად გახლავთ იდეალური, თუმცა თერმულად დამუშავებისთვის, რაგუსა დ ასხვა კერძებში გამოსაყენებლად ის არ გამოგადგებათ რადგან ძალიან დარბილდება და ბევრ წყალს გამოუშვებს. მამრობითი სქესის ბულგარული უფრო მაგარია და ნაკლებ წვნიანი, აქვს უფრო მოჟავო გემო და მისი გამოყენება კერძებში ან დასამარინადებლად არის უმჯობესი ვიდრე უმად საჭმელად.
მამრობითი სქესის ბულგარულში ნაკლები თესლია, ამიტომ თუ დასათესად აპირებთ მათ შეძენას აჯობებს ამ საქმისთვის “გოგონები” არრჩიოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები და მიკრო ელემენტები ბულგარულის ზედა ნაწილშია, სამწუხაროდ ამ ნაწილს მომზადებისას ღეროსთან ერთად ვჭრით და ვაგდებთ.
კიდევ ერთი ფაქტი: რაც უფრო მძიმეა წიწაკა – მით უფრო წვნიანია ის!
ბულგარული წიწაკის შეძენისას დააკვირდით ღეროს დაბოლოებებს, ის აუცილებლად მწვანე და მაგარი უნდა იყოს. გაშავებული და გამომშრალი ბულგარულის ყიდვისგან ტავი შეიკავეთ, ის სარგებელს არ მოგიტანთ.
ასევე ნუ შეიძენთ ლაქებიან ან ბუშტუკების მქონე ბულგარულს, მუქი ლაქები და ბუშტუკენბი ნიშნავს, რომ ბოსტნეული სოკოთია დაავადებული, სტაფილოსფერი ლაქები კი მწერების მიერ მიყენებულ დაზიანებას წარმოადგენს.
ახალი ბულგარული წიწაკა მაცივარში 1 კვირის მანძილზე ინახება, მაგრამ თუ მას ცელოფანში შეინახავთ შეიძლება 2 დღიტაც ვერ გაძლოს.
აირჩიეთ მხოლოდ წვნიანი, გემრიელი და ახალი ბულგარული წიწაკა რომელიც თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით აავსებს და გააჯანსაღებს!