რა დროა საჭირო მარცვლეულის მოსახარშად: გამოცდილი მზარეული პროფესიულ რჩევებს გვიზიარებს

2559

იმისათვის, რომ ფაფა სრულყოფილი გამოვიდეს, აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენი დრო სჭირდება მის მოხარშვას. ხარშვის დრო დამოკიდებულია მარცვლეულის კონსისტენციაზე.

ამ სტატიის მეშვეობით ისწავლით, როგორ მოხარშოთ სხვადასხვა მარცვლეული სწორად და მოამზადოთ უგემრიელესი ფაფა ყოველგვარი დანამატების გარეშე.

რა დროა საჭირო მარცვლეულის მოსახარშად

1. ბრინჯი იხარშება 15-20 წუთის განმავლობაში. წყალი ბრინჯზე 2-ჯერ მეტი უნდა იყოს. იგი დაბალ ცეცხლზე უნდა მოიხარშოს.

ყველაზე ჰაეროვანი რძის ფაფაა. 1 ლიტრ ადუღებულ რძეში ჩაყარეთ მარილი და შაქარი გემოვნებით, შემდეგ ჩაყარეთ ჭიქით სავსე ბრინჯი. ადუღეთ კიდევ 3 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და მჭიდროდ გაახვიეთ ტილოში. 30 წუთის შემდეგ ღვთაებრივი ფაფა მზად იქნება!

2. ფეტვი იხარშება 25-35 წუთი. მოხარშვამდე უმჯობესია ფეტვი თბილ წყალში გარეცხოთ, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე მოხარშოთ.

3. წიწიბურას მოსახარშად 20-25 წუთი სჭირდება. ერთ ჭიქა წიწიბურას 2,5 მლ წყალი სჭირდება. იგი უნდა მოხარშოთ დაბალ ცეცხლზე, მორევის გარეშე.

ფაფა არაჩვეულებრივი გამოვა, თუ დასველებულ წიწიბურას გავაჩერებთ ღამით, დილით კი წყალს გამოვუცვლით, გავრეცხავთ და ცოტა ხნით მოვხარშავთ ცეცხლზე.

4. ქერი მომზადებას 40წუთს -1,5 საათს ანდომებს. იგი უნდა მოხარშოთ მოზრდილი ზომის ქვაბში და დიდი ოდენობის წყალში. სანამ მოხარშავთ, მარცვლეული აუცილებლად უნდა ჩაალბოთ ცხელ წყალში მინიმუმ 5 საათის განმავლობაში.

5. მანი-ფაფის მოხარშვას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. 2 სუფრის კოვზ მანის დაუმატეთ 200 მლ რძე ან წყალი. ამ პროპორციით ფაფა იდეალური გამოვა.

იმისათვის, რომ ფხვნილი არ შეიკრას და მანი იდეალურად თხევადი იყოს, რძის 3/4 და წყლის 1/4. რძისა და წყლის ცივ ნარევს დაუმატეთ 3 ჩ/კ მანი, გააჩერეთ ფაფა 10 წუთის განმავლობაში. მანი შეიწოვს სითხეს და იგი უნაკლო, ერთგვაროვანი კონსისტენციის იქნება.

6. შვრია თავდაპირველად 4 საათის განმავლობაში მდუღარე წყალში უნდა გააჩეროთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე ხარშოთ 30 წუთი. დაუფქვავი შვრიის ფაფა 2 საათის განმავლობაში იხარშება.

7. შვრიის ფანტელი 3-დან 5 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე იხარშება.

მარცვლეული ყველაზე გემრიელი მაშინაა, როცა მას საღამოს ვხარშავთ. აიღეთ 1 ლიტრი რძე და 8 ს/კ შვრიის ფანტელი, სანამ ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და მჭიდროდ შეახვიეთ ტილოთი. დილით ფაფა გაათბეთ და იგი გაგაოცებთ სიფაფუკით და ჰაეროვნებით.

8. ფეტვის მოხარშვას 20 წუთი სჭირდება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად უნდა ჩაყაროთ იგი მდუღარე წყალში.

9. მწვანე და წითელი ოსპი 30-35 წუთში იხარშება. ყავისფერი ოსპი-20 წუთში.

10. სიმინდის მარცვლეული 30 წუთის განმავლობაში იხარშება. უმჯობესია, თუ მას მარილიან და შაქრიან წყალში მოვხარშავთ.

სიმინდის მარცვლეული ძალიან გემრიელი იქნება, თუ მას ღუმელში მოვამზადებთ. აიღეთ 2,5 მლ მდუღარე წყალი და 1 ჭიქა სიმინდის ფანტელი. გარეცხეთ სიმინდის ფანტელი და დაასხით კვლავ მდუღარე წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ქიშმიში, დაახურეთ თავსახური და შედგით ღუმელში 40 წუთით, 180 გრადუსზე. ფაფა საოცრად გემრიელი გამოვა!

იმისათვის, რომ ფაფა ძალიან გემრიელი გამოვიდეს, მომზადების შემდეგ გააჩერეთ ღუმელში 15 წუთი.