ზამთრის მარაგის შესავსებად თქვენც განსაკუთრებულად ემზადებით?

703

მგონი ყველა ოჯახში იწყება ზამთრისთვის მზადება კომპოტებით და მოხუფული მწნილებით. დედაჩემი ყოველთვის განსაკუთრებულად ბევრ კონსერვს ამზადებს.

მე ხშირად გამჩენია შეკითხვა, რატომ არ შეიძლება უბრალოდ წავიდეთ მაღაზიაში და შევიძინოთ ეს პროდუქტები.

ბოსტნეულის დამწნილება და კომპოტების მომზადება დედამიწაზე ყველა დიასახლისმა იცის.ზამთარში ძალიან მნიშვნელობანია ჩვენი ორგანიზმის ვიტამინებით დ მინერალებით გამდიდრება.

1.კომპოტი. ძალიან ნატურალური და გამაგრილებელი სასმელია. საოცარია რამდენი დრო იქნა საჭირო მის შესაქმნელად. ეს წვენიც კი არ არის, არამდედ ის შედგება წყლისგან, ხილისგან და შაქრისგან.

2.კიტრი და პომიდორი – უბრალოდ ღვთაებრივია. ძალია უხდება კარტოფილს.

3.აჯიკა სასიამოვნო სიმწარეს მატებს კერძს.

4.ჯემების და მურაბების გარეშე ზამთარი ვერ წარმომიდგენია.

ჩემი აზრით ზამთრისთვის ამ ყველაფრის მომარაგება არ არის ურიგო.

ფინანსურადაც ძალიან სასარგებლოა ზამთრის მარაგის ქონა. მაღაზიებში ძალიან ძვირი ღირს ზამთარში ხილი. კომპოტისთვის საჭირო ხილს თუ შეიძენთ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. თვითონ მზა კომპოტიც არ ღირს იაფი. ამიტომ ჯობია ზამთრამდე მოიმარაგოთ კომპოტები და დატკბეთ.

მაღაზიაში ჯემებს და მურაბებსაც დიდი ფასი ადევს. 1 ქილის ღირებულებით მე შემიძლია 5 ქილა მოვამზადოთ სახლის პირობებში.

სახლში მომზადებულ მწნილს ვერაფერი შეედრება!

თქვენც დიდ ყურადღებას აქცევთ ზამთრის მარაგის შექმნას?