პურის ხარშოს აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ. მშრალი ჰავის გამო აქ პური ნაკლებად ობდება, უკეთ ინახება. დასავლეთ საქართველოს ნესტში ხარშოსთვის საჭირო პურის შენახვა გაცილებით რთულია. მოდით მოვამზადოთ ეს არაჩვეულებრივი კერძი.
ინგრედიენტები:
- შოთის პური- 1 საშუალო ზომის
- ხახვი- 2 თავი
- კარაქი – 50 გ
- წყალი – 1,5 ლ
- კვერცხი – 5 ცალი
- ოხრახუში – 50 გ
- ქინძი – 20 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- შოთი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გამოსაშრობად დადეთ გრილ, მშრალ ადგილას 4-5 დღე.
- დაჭერით ხახვი წვრილად და საშუალო ზომის ქვაბში კარაქთან ერთად დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ, სანამ არ გაოქროსფერდება. დაასხით 1,5 ლ ადუღებული წყალი.
- გათქვიფეთ კვერცხი და დაასხით ადუღებული წყლისა და ხახვის ნაზავს, თან გამუდმებით ურიეთ. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქინძი და მარილი. ბოლოს კი წინასწარ გამომშრალი პურის ნაჭრები ჩააყარეთ.
- დაახურეთ ქვაბს თავსახური და გადმოდგით ცეცხლიდან. სასურველია, 10-15 წუთს თავდახურულ ქვაბში გააჩეროთ და მხოლოდ შემდეგ მიირთვით.