პომიდორი ქლიავთან ერთად, საიდუმლო მარინადით

856

პომიდორი და ქლიავის დუეტი გაგიკვირდათ? მე ძალიან მიყვარს, მათი ერთობლივი გემო.აგვისტოს შუა – უკვე დროა დაიწყოთ მზადება ზამთრისთვის.

ინგრედიენტები

  • პომიდორი
  • ქლიავი
  • 3 კბლი ნიორი ქილაზე
  • 3 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა ქილაზე
  • 6 მარცვალი შავი წიწაკა ქილაზე
  • 1 დაფნის ფოთოლი ქილაზე

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 1ლ წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი 9% ძმარი

1,5 ლიტრიანი ქილები გაასტერილეთ ღუმელში 10-12 წუთი 150 გრაუდსზე. ქილების თავსახური შეგიძლიათ ურალოდ ცხელი წყლით გარეცხოთ. თითოეული ქილის ძირს მოათავსეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკები. დაუმატეთ 3 კბილი ნიორი.

აავსეთ ქილა პომიდვრით და ქლიავით. აუცილებლად დაჩხვლიტეთ ხის წკირით პომიდორი რამდენიმე ადგილას.

ქილები აავსეთ ცხელი წყლით. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 10 წუთი, დროის გასვლის შემეგ გადაასხით წყალი. ისევ გაიმეორეთ ეს პროცედურა, მაგრამ ამჯერად წყალი საზომ ჭიქაში გადაასხით. ეს წყალი მარინადისთვის დაგვჭირდება: 2 ქილაში დაახლოებით 1ლ წყალი ჩაეტევა.

მოვამზადოთ მარინადი

მარინადი ჩაასხით ღრმა ჯამში, დაუმატეთ სუფრის კოვზი მარილი და 3 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს და მოათავსეთ ცეცხლზე 3-4 წუთი. შემდეგ მარინადს დაუმატეთ ძმარი. მოურიეთ, მოხარშეთ დაახლოებით 1-2 წუთი და ჩაასხით ქილებში. კარგად აავსეთ ქილები სითხით.

ჰერმეტულად დახურეთ ქილები და ამოაბრუნეთ. შეფუთეთ თბილად და დაელოდეთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!