უგემრიელესი და საოცრად არომატული პომიდორი ზამთრისთვის. აუცილებლად მოგეწონებათ!
ინგრედიენტები
- პომიდორი 0,7 კგ
- ნიორი 1 თავი
- მწარე წიწაკა 1 ცალი
- ოხარხუში
- კამა
- ჯანჯაფილის 1 ფოთოლი
- დაფნის 2 ფოთოლი
- სურნელოვანი წიწაკა 5 მარცვალი
- მცენარეული ზეთი 2 სუფრი კოვზი
- ძმარი 9% 1 სუფრის კოვზი
- წყალი 0,5ლ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- მარილი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- პომიდორი დაჭერით 4 ნაწილად. დაჭყლიტეთ ნიორი. დააქუცამცეთ მწვანილი.
- ქილაში მოათავსეთ ჯანჯაფილის ფოთლები, წუწაკა, დაფნა და სურნელოვანი წიწაკა.
- ქილაში ასევე მოათავსეთ პომიდორი, მწვანილი და ნიორი. დაუმატეთ შაქარი, მარილი, ძმარი და ზეთი. ჩაასხით ქილებში ცხელი წყალი.
- გაასტერილეთ 5 წუთის განმავლობაში. შეფუთეთ და დაელოდეთ სრულად გაგრილებას.
გემრიელად მიირთვით!