Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პომიდვრის კონსერვს თაფლის მარინადში. ასეთი პომიდორი არა მხოლოდ ლამაზი და გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოა. რეცეპტში კონსერვანტის სახით ძმარი არ გამოიყენება. პომიდორი თაფლის მარინადით მზადდება და კონსერვანტად თაფლი და ლიმონმჟავა გვხდება.
ინგრედიენტები:
- 4 კგ პომიდორი
- 8 ხახვი
- მდოგვის მარცვლები – 1 ჩ/კ ქილაზე
- რეჰანი
- 1 ლ წყალი
- 1 ს/კ მარილი
- 3 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ჩ/კ ლიმონმჟავა
მომზადების წესი:
- ამ რეცეპტისთვის ჩერი პომიდორი ან უბრალოდ პატარა ზომის, სქელი და მკვრივი ქერქის მქონე პომიდორი შეარჩიეთ. გადამწიფებული არ უნდა იყოს.
- მარინადის კომპონენტები 1 ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.
- პომიდორი გარეცხეთ.
- ხახვი უბრალოდ 4 ნაწილად გაჭერით.
- ქილაში პომიდორი, ხახვი, ახალი რეჰანის ფოთლები ჩააწყვეთ. რეჰანს გაჯერებული გემო აქვს, ამიტომ თითო ქილაში რამდენიმე ფოთოლი საკმარისია.
- ქილაში შეგიძლიათ ფერადი პომიდვრები ჩააწყოთ, ასე ძალიან ლამაზი გამოვა.
- მდუღარე წყალი დაასხით და ხუფი დაახურეთ, 20 წუთით გააჩერეთ.
- წყალი გადაასხით.
- ცხელ წყალში მარილი, შაქარი, თაფლი და ლიმონმჟავა გახსენით. აურიეთ, აადუღეთ და გაზქურიდან გადმოდგით.
- ქილებში მდოგვის მარცვლები ჩაყარეთ.
- ქილებში მარინადი ჩაასხით, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.
- სარდაფში ან საკუჭნაოში შეინახეთ.