ცხელი ზაფხულის ყველაზე გემრიელი დესერტი ნაყინია. ყველაზე გემრიელი, ბავშვობიდან საყვარელი ნაყინი კი პლომბირი, რომელსაც შინაც მოამზადებთ. ნატურალური ნაღების, შესქელებული რძისა და თხელი ვაფლის გემოთი – ასეთს არაფერი სჯობია!
ჩვენ გთავაზობთ პლომბირის ტორტის რეცეპტს ცხობის გარეშე. უბრალოდ მოამზადეთ სპეციალური კრემი და შეიძინეთ ვაფლის ფენები. როგორ შევუხამოთ ეს ყველაფერი? იხილეთ “გასტრონომიას” რეცეპტი.
ინგრედიენტები
- 500 მლ არაჟანი
- 2 კვერცხი
- 150 გრ შაქარი
- 0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი
- 2 ს.კ. სახამებელი
- 50 გრ კარაქი
- 10 ც ვაფლის ფენა
- 100 გრ თეთრი შოკოლადი
მომზადება
1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და სახამებელი ერთგვარი მასის მიღებამდე.
2. დაამატეთ 20%-იანი არაჟანი და კვლავ ათქვიფეთ.
3. დადგით მასა ნელ ცეცხლზე, როცა გაცხელდება დაუმატეთ კარაქი, წამოადუღეთ და ხარშეთ 4 წუთი. ურიეთ მუდმივად, როგორც კი შესქელდება გადმოდგით.
4. როცა მასა გაცივდება, წაუსვით ვაფლის ფენებს. მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.
5. შედგით პლომბირის ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით.
როგორც ხედავთ, შესანიშნავი საზაფხულო დესერტის მომზადება ძალიან მარტივია, შედეგად კი სიამოვნების ზღვას იღებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი ნაჭერი საკმარისი არ არის, მაგრამ ხანდახან შეგვიძლია მივცეთ თავს ამის უფლება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობებს!