აი ასე მზადდება საუკეთესო, ნახევრად ფენოვანი ცომი. გამოდის რბილი და ხრაშუნა

9244

ნახევრად ფენოვანი ცომი თავის სახელწოდებას ამართლებს – არის რბილი და ამასთან ფენოვანი და ხრაშუნა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის ღვეზელისა და ხაჭაპურის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 30 მლ ზეთი
  • 3 კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 400 მლ რძე
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 100 მლ წყალი
  • 200 გ კარაქი ან მარგარინი
  • 100 გ კარაქი

ცომის მომზადება:

  1. თბილ რძესა და წყალში გახსენით საფუარი. შეურიეთ მარილი, გამდნარი კარაქი, კვერცხის გულები და ფქვილი.
  2. მოზილეთ ცომი, ჩადეთ ჯამში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად. აფუებული ცომი ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით და კიდევ ერთხელ დადგით, რომ აფუვდეს.
  3. როდესაც ცომი აფუვდება, ამოიღეთ თასიდან, დადეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და ოთხკუთხა ფორმით გააბრტყელეთ.
  4. წაუსვით 70 გ კარაქი ან მარგარინი. ეცადეთ, ცომის ფენა თანაბარი სისქის იყოს. კარაქიც თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ცომი რულეტივით გადაახვიეთ და ზემოდანაც წაუსვით 30 გ კარაქი.
  6. ცომი აქეთ – იქიდან გადმოკეცეთ, გაახვიეთ ცელოფანში და 30 წუთით შედეთ მაცივარში. ცომი ზემოხსენებული წესით კიდევ ერთხელ დაამუშავეთ. 30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.