პეროგი „ალუბალი თოვლის ქვეშ“: ნაზი ტკბილეული კენკრის გემოთი

653

ყოველ ზაფხულს კენკრას ვყინავ, რომ ზამთარში დესერტებში გამოვიყენო. ჩემს ოჯახის წევრებს გახეხილი პეროგი ალუბლით ძალიან უყვართ. და მაინც, უდავო ფავორიტია ალუბლის პეროგი ბეზეთი. დესერტი ფხვიერ ბაზას, მომჟავო კენკრას და ნაზ ათქვეფილ კვერცხის ცილას აერთიანებს. როგორც კი, ერთ ნაჭერს გასინჯავთ, დიდებულ ტკბილეულს ვერ მოშორდებით.

რეცეპტი სადღაც 15 წლის წინ კულინარიული ჟურნალიდან ამოვწერე. ვარსკვლავურ საათს დიდხანს ელოდა. ახალი დესერტის ძიებაში თვალში მომხვდა სახელწოდება „ალუბალი თოვლის ქვეშ“. რეცეპტი წავიკითხე და ცდა გადავწყვიტე. მარტივად მზადდება და სასიამოვნო მისართმევია.

თუ გაყინული ან დაკონსერვებული ალუბალი არ გაქვთ, სხვა კენკრით მოამზადეთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასე არანაკლებ გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 150 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 500 გ ალუბალი
  • 220-230 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ს/კ სახამებელი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში კარაქი და ფქვილი აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ. 2 ს/კ შაქარი, 3 კვერცხის გული, გამაფხვიერებელი და მარილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.

2. მრგვალ ფორმას კარაქი წაუსვით. ცომი ფორმაში მოათავსეთ და ისე გადაანაწილეთ, რომ პატარა გვერდები გაუკეთოთ.

3. უკურკო ალუბალს 1,5-2 ს/კ შაქარი და სახამებელი აურიეთ. სახამებელი წვენის გამოღებას ხელს შეუშლის. შიგთავსი ცომში მოათავსეთ. 180 გრადუსზე 15-25 წუთით ცომის მომზადებამდე აცხვეთ.

4. ცივი კვერცხის ცილა თეთრი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, შემდეგ ათქვეფა გააგრძელეთ და თანდათან 2/3 ჭიქა შაქარი დაუმატეთ. მყარი მასა უნდა მიიღოთ.

5. საკონდიტრო ტომრით პეროგი ცილოვანი მასით დაფარეთ. ღუმელში ტემპერატურა 150 გრადუსამდე შეამცირეთ და კვლავ აცხვეთ. კიდევ 20 წუთით აცხვეთ, სანამ კრემისფერ ბეზეს არ მიიღებთ.

მზა ალუბლის პეროგი ღუმელიდან კიდევ 10-15 წუთით არ გამოიღოთ. სუფრაზე გატანის წინ უნდა გაგრილდეს, რომ ფორმიდან ამოღებისას არ დაიშალოს. მოთმინება მოიკრიფეთ, რადგან მაცდური ტკბილეულის წინაშე გაძლება რთულია.