ვამზადებთ ცნობილ ლვოვურ ჩიზქეიქს: მსუბუქი, ჰაეროვანი, განუმეორებელი გემოთი

1246

ლვოვური ჩიზქეიქი ამ ქალაქის ტრადიციული კერძია. სწორედ ამიტომ, Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ დესერტს, რომელიც წუთებში ამ საოცარ ქალაქში გადაგიყვანთ. პროდუქტების საოცარი კომბინაცია ჩიზქეიქს სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას და განუმეორებელ გემოს ჩუქნის.

ინგრედიენტები:

  • ½ კგ ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 ლიმონი
  • 100 გრ ქიშმიში

განაშის ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კაკაო
  • 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 2 ს/კ კარაქი
  • 3 ს/კ არაჟანი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, შაქარი და ვანილი აურიეთ. სახამებელი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. ახლა ქიშმიშს მიხედეთ. მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით გააჩერეთ, ოდნავ გაამშრალეთ და ხაჭოს დაუმატეთ.
  3. ლიმონის ცედრა გახეხეთ და აქვე დაუმატეთ. მასები აურიეთ. ცომი მზადაა.
  4. საცხობი ფორმა (სასურველია, სილიკონის) აიღეთ და ცომით გაავსეთ.
  5. 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
  6. სანამ ჩიზქეიქი ცხვება, ჭიქურს მიხედეთ.
  7. ღრმა ტაფაში კარაქი გაადნეთ. შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  8. შემდეგ არაჟანი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და კაკაო დაუმატეთ.
  9. ჩიზქეიქი უკვე მზადაა, გაგრილებას დაელოდეთ და შოკოლადის ჭიქური მოასხით.
  10. მაცივარში 6 საათით შედგით.
  11. გემრიელად მიირთვით!