საოცარი რძიანი პეროგი ორი შიგთავსით. ტკბილეულის ნამდვილი ფანებისთვის

166

რატომ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ ერთი შიგთავსით, როცა შეგიძლიათ მოამზადოთ არარეალური დელიკატესი იმით, რაც გსურთ. გემოების მაქსიმუმი! Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ რძიანი პეროგი ორი სახის შიგთავსით. ნამდვილად მოგეწონებათ!

ამ დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭოს კრემი, ასევე კენკრის სქელი მურაბა. ალუბლის ჯემი შიგთავსად იდეალურია. საოცრად მადის აღმძვრელი გამოდის!

როგორ გამოვაცხოთ არომატული რძიანი პეროგი

ცომეული ფაფუკი რომ გამოვიდეს, საფუვრიანი ცომი სწორად უნდა მოზილოთ. გახსოვდეთ, რომ ცომი ამოსასვლელად უნდა გააჩეროთ. ამისთვის ცომი 1,5-2 საათით სითბოში გააჩერეთ ან 40 გრადუსამდე გახურებული ღუმელი გამოიყენეთ. ცომი ღუმელში მოათავსეთ. 30-40 წუთი საკმარისია. ახლა მომზადების სხვა ეტაპზე გადადით.

ინგრედიენტები:

  • 320 მლ რძე
  • 2 მწიკვი მარილი
  • 6 გ საფუარი
  • 180 გ ხაჭო
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 130 გ შაქარი
  • 560 გ ხორბლის ფქვილი
  • 50 გ კარაქი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 200 გ ალუბლის მურაბა
  • 1 კვერცხის გული

მომზადების წესი:

1. 300 მლ თბილი რძე ღრმა თასში ჩაასხით. 80 გ შაქარი და მშრალი საფუარი დაუმატეთ. 2 ს/კ ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. სათქვეფით კარგად აურიეთ. პარკი დააფარეთ და 15 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. საფუვრიან ნარევს მწიკვი მარილი, კვერცხი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ. სათქვეფით ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ. თანდათან გაცრილი ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ. პირსახოცი დააფარეთ და სითბოში 1,5 საათით გააჩერეთ.

3. შიგთავსი მოამზადეთ. ხაჭო, დარჩენილი შაქარი და მარილი აურიეთ. სიმინდის სახამებელი და არაჟანი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. ხელებზე მზესუმზირის ზეთი წაისვით. ცომი ჩაზილეთ და დააგუნდავეთ. ცომი ორ ნაწილად (დიდი და პატარა) გაყავით. პატარა ნაჭერი პარკში მოათავსეთ. დიდი ცომი გააბრტყელეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

5. პატარა ცომი 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. თხელ ზოლებად დაჭერით. ორი ზოლი ერთმანეთში გადაგრიხეთ. 3 მსგავსი ნამზადი გააკეთეთ.

6. დანარჩენი ზოლები ცომს დააფარეთ. ერთმანეთს თანაბარი დისტანციით დააშორეთ. ჯერ ვერტიკალურად დააწყვეთ, შემდეგ ჰორიზონტალურად. პეროგის კიდეებში დაგრეხილი ზოლები დააწყვეთ.

7. თითოეული კვადრატის ცენტრს თითებით ოდნავ ჩააწექით. ხაჭოს და ალუბლის შიგთავსები მონაცვლეობით დაუმატეთ. პეროგს პირსახოცი დააფარეთ. 20 წუთით სითბოში გააჩერეთ.

8. კვერცხის გული და დარჩენილი რძე ათქვიფეთ. მიღებული ნარევი მთელ პეროგს წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ. მზადაა!

სიტყვაზე, რძიანი პეროგის მეორე შიგთავსად ჯემის ან პოვიდლოს გამოყენება აუცილებელი არაა. ამ მიზნით გამოგადგებათ მსხალი, ალუბალი, ასევე კარამელიზებული ვაშლი. შესქელებული რძით არანაკლებ გემრიელი გამოდის. სცადეთ!