პაპარდელე – მაკარონის, იმავე პასტას სახეობაა, თხელი ცომის გრძელი, ლენტის მსგავსი შედარებით ფართო ნაჭრები. მისგან მომზადებული კერძი უგემრიელესი გამოდის.
საჭირო მასალა:
- 500 გ პასტა პაპარდელე
- 250 გ თხლად დაჭრილი ცხარე ძეხვი
- 3-4 ცალი დაჭყლეტილი პამიდორი
- 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
- 1/2 ჭიქა (60 გ ) გახეხილი ყველი პარმეზანი
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ პასტა. დიდ ტაფაზე შეწვით ძეხვი საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, ვიდრე დაიბრაწება. დაუმატეთ დაჭყლეტილი პამიდორი და დატოვეთ ცეცხლზე 4-5 წუთით, დარბილებამდე.
- მზა პასტას დაუმატეთ ტაფაზე შემწვარი ძეხვი, მოაყარეთ ოხრახუში და გახეხილი ყველი.