ოსური ღვეზელი ჭარხლის ღეროებითა და ყველით

1982

ოსური ღვეზელი ჭარხლის ღეროებითა და ყველით მზადდება ზაფხულში, როცა ნაკვეთებზე ჭარხლის მწვანილი ყველგან იზრდება. რაც უფრო ახალია მისი ფოთლები, მით უფრო ნაზი გამოდის ღვეზლის შიგთავსი. სხვათაშორის, მისი მომზადება ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ ჭარხლის ღეროებს წითელი მხლით ჩაანაცვლებთ – იგი სათბურებში მოჰყავთ და სეზონი არ გააჩნია.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 10 გ საფუარი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 100 მლ რძე
  • 100 მლ სასმელი წყალი
  • 300 გ ფქვილი
  • 30 გ კარაქი
  • კარაქი წასასმელად

შიგთავსისთვის

  • 350 გ ჭარხლის ფოთლები
  • 100 გ მწვანე ხახვი(თეთრი ნაწილიანა)
  • 200 გ ოსური ყველი
  • 1.5 ს.კ. ერბო
  • 50 გ არაჟანი(აუცილებლობისამებრ)
  • მარილი, პილპილი და წითელი ცხარე წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1. ოსური ღვეზის ცომის მოსამზადებლად, თითებით შეურიეთ საფუარი შაქარს.

2. შეურიეთ თბილი რძე თბილ წყალს. მასის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 27-28 °С-ს.

3. გადაყარეთ საფუვრის მასა თასში და გააზავეთ სითხეში. კარგად მოურიეთ. გააჩერეთ გამოყენებამდე, ჭურჭელს ტილო დააფარეთ.

4. ცომი გაცერით მაგიდაზე ან დიდ ჯამში, ბორცვის ფორმით.

5. მცირე ზომის თასის ფსკერით ან ჭიქით გააკეთეთ ფქვილის ბორცვში ჩაღრმავება – “კრატერი”.

6. კარაქი დაადნეთ, არ აადუღოთ. დაუმატეთ მარილი და გააგრილეთ.

7. კრატერში ჩაასხით საფუვრის მასა.

8. დაუმატეთ დამდნარი და გაგრილებული კარაქიც. დაიწყეთ ფქვილის გადანაწილება და თანდათან დაუმატეთ სითხე, მოზილეთ რბილი, ნაზი ცომი.

9. დააფარეთ თასს საკვები ცელოფანი და ტილო. დადგით თბილ ადგილას 40-50 წუთით.

10. შიგთავსისთვის, ჭარხლის ფოთლებს მოაშორეთ ღეროები და დაჭერით ფოთლები წვრილად.

11. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და შეურიეთ ჭარხლის ფოთლებს.

12. დააქუცმაცეთ ოსური ყველი კოვზით ან ხელებით. შეურიეტ მომზადებულ მწვანილს. თუ ყველი უცხიმოა, დაუმატეთ ერბო და, აუცილებლობისამებრ, არაჟანიც. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

13. ხელის გულის ქვედა ნაწილით დააბრტყელეთ ცომი 7-10 მმ სისქის რგოლად.

14. რგოლის შუაში მოათავსეთ შიგთავსი და გააბრტყელეთ იგი.

15. აიღეთ რგოლის კიდეები და შეაერთეთ წრიული მოძრაობებით წრის ცენტრში. ცომი არ გახიოთ!

16. გაათანაბრეთ ღვეზლის ზედაპირი თითებითა და ხელის გულით ისე, რომ გამოგივიდეთ მრგვალი და სწორი ღვეზელი.

17. ღვეზლის შუაგულში გააკეთეთ გაუმჭოლი ხვრელი, 1.5-2 სმ დიამეტრით.

18. აცხვეთ ღვეზელი 200 °С-ზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით ან სრულად მომზადებამდე. გამოიღეთ ღვეზელი ღუმელიდან და მაშინვე უხვად წაუსვით კარაქი. მიირთვით თბილი.