ომლეტი ქილაში: უჩვეულოდ მომზადებული ნაზი კვერცხის სუფლე

1661

ომლეტის მომზადება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. დღეს ჩვენ ერთ-ერთი უჩვეულო მეთოდის შესახებ მოგითხრობთ. ომლეტი ქილაში წყლის აბაზანაზე – ცხიმებისა და ნახშირწყლების მინიმუმი – საუკეთესო არჩევანია დიეტაზე მყოფებისთვის. ამ კერძს თამამად შეიტანთ საბავშვო მენიუშიც.

უზეთოთ მომზადებული ომლეტის ერთადერთი მინუსი გახლავთ ის, რომ მის მომზადებას ცოტათი მეტი დრო სჭირდება. მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირს, რადგან გემო გაცილებით უკეთესი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 150 მლ რძე
  • 0,5 ჩ.კ. ზეთი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი რძესთან და მარილთან.
  2. აიღეთ ნახევარლიტრიანი ქილა თავსახურით. წაუსვით შიგნიდან ზეთი და ჩაასხით კვერცხის მასა. დააფარეთ თავსახური, ოღონდ ბოლომდე არა, რათა ჰაერმა შეაღწიოს.
  3. ჩააფინეთ ქვაბში ნაჭერი, მოათავსეთ ქილა. ჩაასხით წყალი ისე, რომ მასას ცოტათი აღემატებოდეს.
  4. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე. როცა წყალი ადუღდება, დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე . მოამზადეთ ომლეტი 25 წთის განმავლობაში.
  5. ამოიღეთ ქილა, ცოტათი გააცივეთ, ფრთხილად გადმოიღეთ თეფშზე. შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი.

ომლეტი ძალიან ნაზი და უჩვეულო ტექსტურის გამოდის. აუცილებლად სცადეთ და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!