ჰაეროვანი ცომი და წვნიანი ვაშლის შიგთავსი, რომელიც თავს შეგაყვარებთ. უჩვეულო რეცეპტი

282

ვატრუშკა ნაზი და ჰაეროვანი ცომის, ასევე წვნიანი შიგთავსის გამო ძალიან გვიყვარს. ტრადიციულად ხაჭოთი ამზადებენ, მაგრამ ამ დესერტის უგემრიელესი ვარიანტი არსებობს. ვაშლის ვატრუშკა ფანტასტიკური კერძია, რომელიც ყველას მოეწონება.

ამ ცომის რეცეპტი აუცილებლად დაიმახსოვრეთ. მისგან შეგიძლიათ გამოაცხოთ ცომეული ნებისმიერი შიგთავსით: ხილით, კენკრით, მურაბით და ხაჭოთი. ჩაიზე მისაყოლებლად უკეთეს დესერტს ვერ იპოვით!

როგორ გამოვაცხოთ ვაშლის ვატრუშკა

ხილის შიგთავსი წვნიანი და არომატული რომ გამოვიდეს, ვაშლი დააკარამელიზეთ. ამისთვის ვაშლი ტაფაზე კარაქით, შაქრით და დარიჩინით მოამზადეთ. არ დაუშვათ, რომ ხილი პიურედ გადაიქცეს. ვაშლი უბრალოდ რბილი უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 265 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 150 გ შაქარი
  • 7 გ საფუარი
  • 80 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 700 გ ვაშლი
  • ნუშის ფანტელები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. 230 მლ თბილი რძე, მშრალი საფუარი და 100 გ შაქარი ღრმა თასში აურიეთ. 15 წუთით გააჩერეთ. კვერცხი, კვერცხის ცილა და ვანილი დაუმატეთ და აურიეთ.

2. ფქვილი და 50 გ რბილი კარაქი დაუმატეთ. ცომი 5-7 წუთით მოზილეთ. მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ. გლუვი ცომი დააგუნდავეთ, თასში მოათავსეთ და პარკი დააფარეთ. 1,5 საათით სითბოში გააჩერეთ.

3. შიგთავსი მოამზადეთ. ვაშლი გათალეთ, შუაგული ამოჭერით. ვაშლი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

4. 30 გ კარაქი ტაფაზე მოათავსეთ, ვაშლი, დარიჩინი და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და ხილის დარბილებამდე სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. გაგრილება აცადეთ.

5. ცომი 12 ნაწილად დაყავით. მათგან ბურთები გააკეთეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ბურთებს ხელისგულით ჩააწექით. პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.

6. თითოეული ბურთის ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ. ჭიქა გამოიყენეთ. კვერცხის გული და 1 ს/კ რძე აურიეთ. მიღებული ნარევი ვატრუშკას წაუსვით. ვაშლის შიგთავსით გაავსეთ.

7. ცოტა ნუშის ფანტელები მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.

ვატრუშკას გაგრილება აცადეთ. დესერტი პირველივე ჩაკბეჩაზე შეგიყვარდებათ და თქვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება. რბილი ცომი და ნაზი შიგთავსი გულგრილს ვერავის დატოვებს. დიდებული ტკბილეულია!