ნოყიერი ცხობილა ქათმის ბარკლებით, ყველით და კარტოფილით

1113

ძალიან მარტივად მოვამზადებთ ამ უგემრიელეს ცხობილას! გააოცეთ თქვენი ოჯახის წევრები საოცარი ვახშმით.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 4 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნახევარი სტაფილო
  • ბარკალი 6 ცალი
  • ყველი 150გ
  • მაიონეზი 50გ
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები და მწვანილი გემოვნებით

მომზადება

ბარკლებს მოაშორეთ კანი და ძვალი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სანელებლები.

დაალაგეთ საცხობ ფორმაზე.

დაჭერით კარტოფილი გრძლად, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო მრგვლად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა, სანელებლები და მწვანილი.

კარტოფილის მასა ხორცზე ზემოდან დაალაგეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ზემოდან მოასხით მაიონეზი.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!