ნიგვზიანი ბადრიჯანი- მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი რეცეპტი

3571

ნიგვზიანი მხალეული ქართული სუფრის სავიზიტო ბარათია, მის გარეშე არ არსებობს არც ერთი დღესასწაული და წვეულება. მხალეულის დიდ ჩამონათვალში ყველაზე პოპულარული ნიგვზიანი ბადრიჯანი, ისპანახი და წითელი მხალია. დღეს ნიგვზიანი ბადრიჯნის უგემრიელეს რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 250-300 გ ნიგოზი
  • თითო ჩ.კ. ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი
  • 1 კონა ნიახური
  • 5 კბილი ნიორი
  • ბროწეულის მარცვლები – მოსართავად
  • ზეთი – შესაწვავად
  • ძმარი, მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და 20 წუთში გავწუროთ. შევწვათ ზეთში.
  2. გატარებულ ნიგოზში ავურიოთ დაკეპილი მწანილი, ნიორი, სანელებლები და ძმარი. მასა კარგად ავზილოთ ბროწეულთან ერთად, წავუსვათ ბადრიჯნის ნაჭრებს, დავახვიოთ და გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით, ან გადავკეცოთ, ზემოდანაც წავუსვათ ნიგვზის მასა და მოვათავსოთ ლანგარზე.

გემრიელად მიირთვით!