ნაძვისხის გირჩები

1477

საახალწლო კერძების არჩევას და მომზადებას ყველა ძალიან ბევრ დროს უთმობს, მაგრამ როცა საქმე დესერტს ეხება ყველას უკვე ძალები გამოლეული აქვს და სახლში მომზადებას ყიდვას ამჯობინებენ. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საოცარი და მარტივად მოსამზადებელი კერძის რეცეპტს.

სადღესასწაულო დესერტი – არ გეგონოთ, რომ რთულად მოსამზადებელია. ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სულრაღაც 4 ინგრედიენტი და თქვენ მიიღებთ ულამაზეს და უგემრიელეს “ნაძვის ხის გირჩებს”, რომლითაც თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააკვირვებთ. მითუმეტეს ამ დესერტს არ სჭირდება გამოცხობა.

ინგრედიენტები

  • სიმინდის ფანტელები 160გ
  • ნიგოზი 100გ
  • შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
  • მოხარშული შედედებული რძე 380გ

მომზადება

1.დაჭყლიტეთ ნიგოზი. აურიეთ ნიგოზი, სიმინდის ფანტელი და შედედებული რძე.

2.დაასველეთ ჭიქები და მასში მოათავსეთ მიღებილი ტკბილი მასა ჩაის კოვზის დახმარებით. ხოტა დაჭყლიტეთ და დესერტი შეინახეთ მაცივარში 3 საათი.

3.დანის დახმარებით გირჩები გადმოიტანეთ ჭიქიდან, გადმოაბრუნეთ. მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ასეთი მარტივი დესერტი ძალიან მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას. მის გასამრავალფეროვვნებად შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა ხილი და ხიშმიში. გემრიელად მიირთვით!