იცოდით, რომ იტალიელები სოუსების დიდი მოყვარულები არიან? მათი სპაგეტი უკვე თავისთავად გემრიელია, მაგრამ ისინი ამაყად უწოდებენ მას პასტას და ყოველს აძლევენ სახელწოდებას სოუსის მიხედვით. ბოლონეზე ბოლონიური პასტაა, ლიგურიელების სავიზიტო ბარათი გახლავთ პესტო, ამარტიჩანა კი ლაციოდანაა წარმოშობით. რთული სათქმელია, რომელი რეგიონიდანაა ტომატის სოუსი პასტისთვის, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ის იმდენად გემრიელია, რომ ხორცთანაც შეგიძლიათ მიირთვათ და პიცაშიც გამოიყენოთ.
ადგილობრიები მას დაკონსერვებული პომიდვრისგან ამზადებენ, ურევენ საჭირო ინგრედიენტებს და შესანიშნავი სოუსი მზადაა!
ინგრედიენტები
- 800 გრ დაკონსერვებული პომიდორი
- ½ თავი ხახვი
- 2 ც სტაფილო
- 4 კბილი ნიორი
- 1 ს.კ. შაქარი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- ½ კონა ბაზილიკი
- ½ კონა ოხრახუში
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გამოიყენეთ დაკონსერვებული ტომატები საკუთარ სოუსში. მოაცილეთ კანი და კარგად დააქუცმაცეთ.
- გაახურეთ ზეითუნის ზეთი ღრმა ტაფაში. მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. დაამატეთ მარილი და პილპილი. მოამზადეთ, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება, სტაფილო კი რბილი.
- დაამატეთ გატარებული ნიორი და კიდევ 2 წუთი მოთუშეთ.
- მოუმატეთ ცეცხლს, დაამატეთ პროდუქტებს პომიდორი და დაჭრილი ბაზილიკი. დაუმატეთ შაქარი და ურიეთ, სანამ სოუსი არ გასქელდება, დაახლოებით 7 წუთი.
- მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. სოუსი მზადაა.
ახლა, როცა ნამდვილი იტალიური სოუსის რეცეპტი გაქვთ, ნებისმიერი პასტა, შემწვარი ქათამი თუ დაბეგვილი ღორის ხორცი უფრო გემრიელი იქნება. მოამზადეთ ცოტა მეტი, როცა სადღესასწაულო სუფრისთვის ემზადებით, სტუმრები თავად შეარჩევენ, რასთან მიირთვან. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!