მწვანე კაკლის მურაბა. როგორ მოვამზადოთ სწორად სასარგებლო ტკბილეული

217

კაკალი უნდა შეაგროვოთ მაშინ, როცა უკვე სრულად დამწიფდა, ასევე უფრო ადრეულ ეტაპზე. რძიანი ნაყოფიდან, რომელშიც კანი ჯერ ჩამოყალიბებული არაა, საოცრად გემრიელი ნამზადი გამოდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ მოამზადოთ მწვანე კაკლის არომატული მურაბა, რომ ზამთარში საკუთარი თავი სასარგებლო ტკბილეულით გაანებივროთ.

რამდენიმე ქილა მურაბის მოსახუფად ელემენტარული ინგრედიენტები დაგჭირდებათ. აიღეთ მოუმწიფებელი ნიგოზი, შაქარი და წყალი. ამ სამი ინგრედიენტით იდეალურ ნამზადს მიიღებთ.

როგორ მოვამზადოთ კაკლის მურაბა სწორად

აღსანიშნავია, რომ ახალი კაკლი შეიცავს იუგლონს, თან დიდი რაოდენობით. ეს ნატურალური საღებავია, რომლის შედეგად ხელები მუქ ყავისფრად იღებება. სწორედ ამიტომ, კაკლის დამუშავებისას ხელთათმანის გაკეთებას გირჩევთ. მყარი საღებავის მოშორება საკმაოდ რთულია.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ნიგოზი
  • 1 ლ წყალი
  • 1 კგ შაქარი

მომზადების წესი:

1. კაკალს ყუნწი მოაშორეთ. აიღეთ სარგისი და მისი დახმარებით კაკალი ბევრ ადგილას დახვრიტეთ. ცივი წყალი დაასხით. 10 დღე ჩალბობილი გააჩერეთ. წყალი ყოველ 24 საათში 3-ჯერ გამოცვალეთ.

2. შემდეგ წყალი გადაასხით. კაკალი ქვაბში გადაიტანეთ. სუფთა წყალი დაასხით და ძლიერ ცეცხლზე დადეთ. კაკალი 3 საათი ხარშეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ.

3. თავსახური დაახურეთ და კიდევ 1,5 საათი ხარშეთ კაკლის გაშავებამდე (საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ წყალი, რომ ნაყოფი მთლიანად დაიფაროს).

4. კაკლის მზაობა შეამოწმეთ. ამისთვის კბილის ჩხირი ჩაარჭეთ. კანში ადვილად უნდა შევიდეს. ამის შემდეგ სითხე გადაასხით.

5. 1 ლ წყალი ცალკე ქვაბში ჩაასხით. შაქარი დაუმატეთ და ქურაზე მოათავსეთ. ადუღების და შაქრის გახსნის შემდეგ ნიგოზი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ცეცხლს დაუწიეთ და 5 წუთი ხარშეთ.

6. ქვაბი კაკლით ქურიდან გადადეთ. ოთახის ტემპერატურაზე 12 საათი გააჩერეთ. შემდეგ ისევ ადუღებამდე მიიყვანეთ. ქურაზე 5 წუთი გააჩერეთ. ისევ ქურიდან გადადეთ და გაგრილება აცადეთ. იგივე მოქმედება კიდევ 4-ჯერ გაიმეორეთ.

7. ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. კარგად მოხუფეთ. ქილები სამზარეულოში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

სხვათა შორის, თუ სარგისით კაკლის გახვრეტისას გრძნობთ, რომ კანი უკვე მაგარია, გამოდის, ასეთი ნაყოფი მურაბისთვის არ გამოგადგებათ. არ გამოიყენოთ. წარმატებული მურაბის მოსამზადებლად გჭირდებათ მხოლოდ მწვანე კაკალი ჩამოუყალიბებელი კანით.