ასეთი ცხობილების მომზადების შემდეგ, თქვენ პურის ყიდვა აღარ მოგინდებათ

1803

მე უკვე დიდიხანია აღარ ვყიდულობ პურს. ჩემი გამომცხვარი ცხობილები ნამდვილად ნატურალური და 100% სუფთა პროდუქტი.

ინგრედიენტები

  • 400გ ფქვილი
  • 150გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 5გ საფუარი
  • 150გ ყველი
  • 100გ ხაჭო
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • კამა
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი სანელებლები

მომზადება

1.ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ საფუარი და კარგად მოურიეთ.

2.ფქვილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1 ჩაის კოვზი მარილი. ჩაასხით 150მლ თბილი რძე და 100მლ ზეთი. მოზილეთ ცომი ხელით. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ჰაეროვანი.

3.ცომს დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ თბილ ადგილას. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი.

4.გახეხეთ ყველი.

5.წვრილად დაჭერით კამა. გაასუფთავეთ ნიორი და დაჭყლიტეთ. ღრმა ჯამში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 კვერცხი. მოაყარეთ სანელებლები, ყველი, ხაჭო და მწვანილი. კარგად მოურიეთ.

6.ცომი გაყავით 4 ტოლ ნაწილად.

7.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით და გადაიტანეთ ცომი. დაელოდეთ 20 წუთი.

8.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ათქვიფეთ 1 კვერცხი და წაუსვით. გადაანაწილეთ შიგთავსი და გამოაცხეთ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!