ჩვენი რედაქცია დღეს გაგიზიარებთ მსხლის ჯემის რეცეპტს, რომელიც მისი მომზადების წესითა და გემოთი ძალიან განსხვავდება მსგავსი ჯემებისაგან. საკუთარ წვენში მოხარშული მთელი მსხალი გემოთი ძალიან ჰგავს ცუკატებს.
ხარშვის სამმა ეტაპმა არ დაგაბნიოთ. მისი წყალობით წვენი ხდება ძალიან სქელი, თაფლითა და კარამელით გაჯერებული. ხოლო მსახლი ძალიან კარგად ინარჩუნებს ფორმას, არ იშლება. ნიგოზი ამ საოცარ ჯემს მატებს საოცარ არომატსა და გემოს.
ეს ჯემი შეგიძლიათ გამოიყენოთ დესერტებში. ის ასევე ძალიან უხდება ჩაის.
ინგრედიენტები
- მსხალი-3კგ
- შაქარი-1,5კგ
- ლიმონის მჟავა-1 ჩაის კოვზი
- ნიგოზი-300გ
მომზადება
1.გათალეთ მსხალი. მომზადებული ხილი ჩაალაგეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ შაქარი და კარგად შეანჯღრიეთ. მაცივარში შეინახეთ 12 საათის განმავლობაში.
2.ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე. წვენის ადუღების შემდეგ ცეცხლზე დატოვეთ 7-10 წუთის განმავლობაში. ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ. 12 საათის შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცედურა. არ დაგავიწყდეთ ქაფის მოშორება.
3.ნიგოზი მოათავსეთ წყალში 2 საათის განმავლობაში. მსხალს დაუმატეთ ნიგოზი და ლიმონის მჟავა, ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე, კიდევ ერთხელ წამოდუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
4.ცხელი ჯემი მოათავსეთ გასტერილებულ ქილებში, შეფუთეთ. ქილები გადმოაბრუნეთ და შეფუთული დატოვეთ 12 საათის განმავლობაში.
სწრაფი დესერტის მომზადების ხერხი ამ საოცარი ჯემის მეშვეობით. მსხალი მოათავსეთ ჯამში, შეგიძლიათ დაჭრათ. დაუმატეთ ნაღების ნაყინი და მოაყარეთ დაფხვნილი შოკოლადი. თქვენ მიიღებთ საოცარ გემოს!