კომბოსტოს სალათი – აივსეთ ორგანიზმი ვიტამინებით!

703

დროა ჩვენი ფიგურა მოვამზადოთ ზაფხულისთვის, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ სწორად კვება. საკვები უნდა იყოს გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საუზმეს. ჩემი აზრით ზალიან კარგი ვარიანტია სალათი კომბოსტოთი.

ინგრედიენტები

  • 1 თავი კომბოსტო
  • მწვანე ხახვი
  • 300გ მოხარშული ძეხვი
  • 100გ ბარდა
  • მაიონეზი
  • მარილი და სანელებლები

მომზადება

1.დააქუცმაცეთ კომბოსტო. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წითელი ან პეკინური კომბოსტოთი.

2.წვრილად დაჭერით ხახვი. თუ მწვანე ხახვი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხახვი დაამარინადოთ ძმარში და ცხელ წყალში 15 წუთი. შეგიძლიათ ტკბილი ხახვი გამოიყენოთ.

3.დაჭერით ძეხვი. ქათმის ფილეც ძალიან მოუხდება ჩემი აზრით. მოხარშეთ ხორცი და დაჭერით. მეტი დრო იქნება საჭირო, მგარამ დამიჯერეთ ღირს.

4.შეაერთეთ ინგრედიენტები და მოასხით მაიონეზი. თუ მეტად ჯანსაღი სალათის მომზადება გინდათ, მაშინ მაიონეზი ჩაანაცვლეთ ზეთით, იოგურტით ან არაჟნით. დაუმატეთ ბარდა.

სულ ეს იყო, სალათი მზად არის.

ამ კერძის დამსახურებით თქვენი ორგანიზმი აივსება ენერგიით და ვიტამინებით.

ყველაზე მთავარი – კერძის სიმარტივე და უბრალოებაა.

გენიალუროება, ხომ უბრალოებაშია. გემრიელად მიირთვით!