მარწყვის პარფეს მომზადების ინსტრუქცია

1955

მარწყვი შეიცავს ბედნიერების ჰორმონს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მხოლოდ მარწყვის არომატი შეიცავს 50-ზე მეტ არომატულ ნივთიერებას, რაც ხელს უწყობს მხიარულობას და კარგ განწყობას. მარწყვის დამატება შეგიძლიათ სალათებში, ღვეზელებში, ფაფებში, სოუსებში და რაც მთავარია-დესერტში!

ყველა დესერტის მოყვარულს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უგემრიელესი პარფეს რეცეპტს მარწყვითა და თაფლით.

parfait-ქართულად “იდეალურს” ნიშნავს. ეს დესერტი ფრანგული სამზარეულოს სიამაყეა.

მარწყვის დესერტი

ეს დესერტი ზაფხულში საუკეთესოა. მის მოსამზადებლად კი მხოლოდ 30 წუთია საჭირო.

ინგრედიენტები

  • 500 გრ მარწყვი
  • 2 ც კვერცხი
  • 1-1,5 ს.კ. თაფლი
  • 300 მლ თეთრი კრემი (30%-იანი)
  • პიტნის ფოთლები (გასაფორმებლად)

მომზადების წესი

1. გარეცხეთ მარწყვი და ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ, შემდეგ კი საცერში გაწურეთ.

2. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან.

3. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მიქსერით. კვერცხის გული კი ორთქლზე, ხელის სათქვეფის მეშვეობით ათქვიფეთ.

4. კვერცხის ცილას დაუმატეთ თაფლი და ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ სამი წუთის განმავლობაში.

5. ათქვიფეთ კრემი და დაუმატეთ მარწყვის პიურეს.

6. შემდეგ კი მარწყვისა და თეთრი კრემის ნაზავს დაუმატეთ კვერცხის გულისა და ცილის ნაზავი და კარგად მოურიეთ.

7. მიღებული მასა ჩაასხით მინის ჭიქებში და მარწყვითა და პიტნის ფოთლებით გააფორმეთ. შემდეგ კი ცოტა ხნით მაცივარში შედგით.

სულ ესაა, მარწყვისა და თაფლის პარფე მზადაა. გემრიელად მიირთვით!