მოჭიქული ყველი კარამელით – როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში

მოჭიქული ყველი დესერტია რომელიც პატარებსა და მოზარდებს შორის თანაბარი პოპულარობით სარგებლობს. დრეს გასწავლით რეცეპტს რომლის მეშვეობითაც ამ დესერტის მომზადებას სახლშიც შეძლებთ და მისი გასინჯვის შემდეგ მოჭიქულ ყველს მაღაზიაში აღარსდროს შიეძლენთ. რეცეპტი საკმაოდ მარტივ და ადვილად ხელმისაწვდომ ინგრედიენტებს საჭიროებს და იოლად მზადდება.
მოვამზადებთ ყველა წესის დაცვით- კარამელიან და შოკოლადიან მოჭიქულ ყველს.

ინგრედიენტები

  • 300 გრამი ხაჭო
  • 50 გრამი შესქელებული რძე
  • ნახევარი შეკვრა ვანილის შაქარი
  • 2 ფილა შოკოლადი
  • 25 მილიგრამი მცენარეული ზეთი სუნის გარეშე
  • 100 გრამი შაქარი
  • 110 გრამი ნაღები

მომზადების წესი

1. დავიწყოთ გულსართით. ხაჭო და შესქელებული რძე ერთმანეთს აურიეთ, შეგიძ₾იათ სურვილისამბრ შაქარიც დაუმატოთ, შემდეგ დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ვანილი, ყველაფერი ბლენდერით ათქვიფეთ. შედეგად ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. გულსართი მზად არის!

2. ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და მცენარეული ზეთი შეურიეთ. დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ კექსის ფორმები გამოიყენოთ. მოუსვით ფორმებს შოკოლადი კიდეებზე და საყინულეში 5 წუთით შედგით. გამოიღეთ დროის გასვლის შემდეგ და შოკოლადის მეორე ფენაც გადაუსვით, ფორმები კვლავ საყინულეში დააბრუნეთ.

3. მოამზადეთ კარამელი. შაქარი ტაფაზე დაყარეთ და როგორც კი შენიშნავთ რომ დნობა დაიწყო ცეცხლს დაუწიეთ და ნელ-ნელა ნაღები დაუმატეთ. კარამელში ჩამატებამდე ნაღები აუცილებლად შეაცხელეთ, რადგან დამატების დროს ის ცხელი უნდა იყოს. კარამელი 2 წუთის განმავლობაში ხარშეთ, შემდეგ გამორთეთ და მაას გაგრილება აცადეთ.

4. ახლა კი ყველის დესერტისთვის ფორმის მიცემა დავიწყოთ. გამოიღეთ შოკოლად წასმული ფორმები მაცივრიდან და ფორმის ნახევრამდე ველის მასა მოათავსეთ. გაუკეთეთ ხაწოს პატარა ჩაღრმავება და მასში კარამელი მოათავსეთ, კარამელს ზემოდან კვლავ ყველის მასა დაადევით და შოკოლადი მოასხით. მოჭიქული ყველი მზად არის. ახლა მაცივარში 2 საათით შედგით და კარგად გააცივეთ.

შეგიძლიათ კარამელი სულ არ გამოიყენოთ ან იმ ინგრედიენტებით მოამზადოთ რომელიც უფრო მეტად მოგწონთ. ყოველთვის შეგიძლიად რეცეპტზე ექპერიმენტები ჩაატაროთ და გულსართის ელემენტებში ცვლილებები შეიტანოთ. სრულიად შესაძლებელია გულსართს მოხარშული შესქელებული რძე გადაურიოთ, გააცივოთ და ისე მიირთვათ, ამგვარად მომზადებული დესერტიც უგემრიელესი გამოდის!