მოცვით ფარშირებული ქათმის გულ-მკერდი: არომატული და წვნიანი კერძი

1196

ქათმის გულ-მკერდის მომზადება სხვადასხვაგვარად შეიძლება. თუმცა, ამ დიეტური პროდუქტის ღუმელში გამოცხობა საუკეთესო ვარიანტია. კერძი მშრალი რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ მოამზადოთ ის მოცვით. ასეთი შეხამება მოეწონებათ ოდნავ მომჟავო გემოს მქონე ნაზი ხორცის მოყვარულებს.

გამომცხვარი ქათმის გულ-მკერდი ძალიან წვნიანი და ნაზი გამოდის შიგნიდან, გარედან კი დაბრაწული. მოცვი გამოდგება როგორც ახალი, ასევე გაყინულიც.

ინგრედიენტები

  • 1 ც ქათმის გულ-მკერდი
  • 1 ჭიქა მოცვი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. საფანელი
  • 1-2 ს.კ. კარაქი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დატოვეთ დაახლოებით ჭიქის მეოთხედი კენკრა, დანარჩენი დააბლენდერეთ, დაუმატეთ თაფლი.
  2. მიღებული სოუსიდან ამოიღეთ 3 ს.კ. შეურიეთ საფანელს და დარბილებულ კარაქს.
  3. გაყავით ორ ნაწილად ქათმის გულ-მკერდი, დააფარეთ საკვების ცელოფანი, ოდნავ დაბეგვეთ, წაუსვით მარილი და პილპილი.
  4. ყოველ ფილეს წაუსვით სოუსი, დააწყვეთ ცოცხალი კენკრა, შეახვიეთ რულეტებად და მოუკარით პირი კბილის ჩხირებით.
  5. შეწვით ფარშირებული გულ-მკერდი ზეთში. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ კერძი, მოასხით კენკრის სოუსი.
  6. დააფარეთ ფოლგა. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

დააფინეთ თეფშზე სალათის ფურცლები, გადმოიღეთ მზა კერძი, მორთეთ ცოცხალი კენკრით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!