მოდით მარტივად მოვამზადოთ პიცა

955

პიცა ყველას უყვარს, მაგრამ ცომის მომზადება ყველას ეზარება. დღეს ჩვენ ამ კერძს მოვამზადებთ პურისგან და საქმეს გავიადვილებთ.

ინგრედიენტები

  • 1 დაჭრილი პური
  • 100მლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 150გ ძეხვი
  • 2 სუფირს კოვზი კეჩუპი
  • ხახვი და მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ კვერცხი და მარილი.

2.ჩაასხით რძე და კარგად ათქვიფეთ.

3.გააცხელეთ ზეთიანი ტაფა.

4.პური დაასველეთ კვერცხის მასაში.

5.მოათავსეთ ტაფაზე და დაასხით იმავე მასის ნარჩენი.

6.დააფარეთ ღავსაფარი და შეწვით საშუალო ცეცხლზე.

7.როცა ერთი მხრიდან შეიწვება, გადააბრუნეთ.

8.წაუსვით კეჩუპი.

9.მოაყარეთ ძეხვი, მწვანე ხახვი და ყველი.

10.დააფარეთ თავზე და მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე.

11.გემრიელად მიირთვით!