უგემრიელესი ორცხობილა, მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან

575

სანამ ამ რეცეპტს აღმოვაჩენდი, ორცხობილას ყოველთვის მაღაზიაში ვყიდულობდი. მაგრამ მივაგენი მარტივი ცომის რეცეპტს, რომელსაც მხოლოდ 3 ინგრედიენტი ესაჭიროება. რეცეპტს შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი სანელებლები და ნამატები.

ინგრედიენტები

  • ფქვილი 260გ
  • მარგარინი 200გ
  • ლუდი 100-150მლ
  • შაქარი, მარილი და სუნელები გემოვნებით

მომზადება

1.ოთახის ტემპერატურაზე შემთბარ მარგარინს დაუმატეთ ფქვილი.

2.მზამასას ნელ-ნელა მოასხით ლუდი და კარგად აურიეთ. ცომისგან მიღებული ბურთი შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარშუ 30 წუთი.

3.გამოიტანეთ ცომი მაცივრიდან და თხლად გააბრტყელეთ. აიღეთ დანა, დაჭერით ცომი რომბებად.

4.საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ დაჭრილი ორცხობილა. შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი და სანელებლები.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

6.სახლში მომზადებული ორცხობილაც მზად არის!

გემრიელად მიირთვით!