მობრაწულა ფარშით კირკიტა მზარეულის რეცეპტით

922

ახალი ყაბაყი ძალიან ნაზი და წვნიანი პროდუქტია. ის ნებისმიერი სახით კარგია – უმი, გამომცხვარი, შემწვარი. ბოსტნეულის რგოლები შეგიძლიათ უბრალოდ ფქვილსა და კვერცხში ამოავლოთ და ტაფაზე შეწვათ, მაგრამ თუ ყაბაყის მომზადების უფრო საინტერესო მეთოდს ეძებთ, გირჩევთ მკვებავი და არომატული ყაბაყის მობრაწულა ფარშით, პომიდვრით და ყველით მოამზადოთ. კერძი შეგიძლიათ როგორც ჩვეულებრივ ოჯახურ ვახშამზე, ასევე სადღესასწაულო სუფრაზე გაიტანოთ.

ყაბაყის მობრაწულა

ინგრედიენტები:

  • 1 ყაბაყი
  • 300 გრ ფარში
  • 3-4 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ არაჟანი
  • 100 გრ ყველი
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • მარილი, შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. ფარში მცენარეულ ზეთში სუსტ ცეცხლზე შეწვით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

2. ხახვი წვრილად დაჭერით და ფარშთან ერთად შეწვით.

3. ტაფას პომიდვრის პასტა დაუმატეთ, აურიეთ და მოთუშეთ, სანამ ფარში მზად არ იქნება. გააგრილეთ.

4. ყაბაყი ქერქისგან და თესლისგან გაათავისუფლეთ. თუ ახალი ბოსტნეული შეარჩიეთ, ამის გაკეთების აუცილებლობა არაა. შემდეგ ყაბაყი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. წვენი გაწურეთ და მიღებული მასის ნახევარი ცხიმწასმულ ფორმაზე გადაიტანეთ.

5. შემდეგ მომზადებული ფარშის ფენა დაუმატეთ და ზედაპირზე გაათანაბრეთ. ამის შემდეგ დარჩენილი გახეხილი ყაბაყი დაუმატეთ და მარილი მოაყარეთ.

6. პომიდორი რგოლებად დაჭერით და ზემოდან დაადეთ.

7. კვერცხი არაჟანთან ერთად ათქვიფეთ და მარილი გემოვნებით დაუმატეთ. ეს ნარევი ღვეზელს დაასხით.

8. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ღვეზელს მოაყარეთ.

9. ყაბაყის მობრაწულა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ.

კერძი თქვენს ჩვეულ მენიუს გაამრავალფეროვნებს, ამიტომ რეცეპტი შეინახეთ, სანამ ყაბაყის სეზონი არ დასრულებულა!