მოამზადეთ უგემრიელესი ტკბილეული ხაჭოსგან სულ რაღაც 20 წუთში

2142

ხაჭო საუკეთესო ინგრედიენტია, რომელსაც დიეტურ კერძებში იყენებენ. იგი ძალიან სასარგებლო და ამავდროულად დაბალკალორიული პროდუქტია.

ხაჭოს დესერტი

რის მომზადებაა ხაჭოსგან შესაძლებელი? დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა. მის მოსამზადებლად კი მხოლოდ 20 წუთია საჭირო.

ხაჭოს დესერტის გაფორმება სხვადასხვა ინგრედიენტითაა შესაძლებელი: დახეხილი შოკოლადი, ყაყაჩოს თესლით, დარიჩინით, მიწისთხილით ან ქოქოსის ფანტელით.

ინგრედიენტები

  • 400 გრ დაბალკალორიული ხაჭო
  • 50 გრ თხილი
  • 200 გრ ორცხობილა
  • შაქარი
  • ვანილი
  • კაკაო

მომზადების წესი

1. თავდაპირველად, კარგად აურიეთ ხაჭო ბლენდერში.

2. შემდეგ შეურიეთ შაქარი და ვანილი ხაჭოში. გახეხეთ თხილი და ორცხობილა, დაუმატეთ ხაჭოს და კარგად შეურიეთ.

3. მიღებული მასისგან გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები და გააფორმეთ ისინი სასურველი ინგრედიენტით.

4. ხაჭოს ბურთულები მაცივარში განათავსეთ 1 საათით.

5. უგემრიელესი ხაჭოს დესერტი მზადაა! გემრიელად მიირთვით.