მოამზადეთ გარგარის უგემრიელესი მარმელადი

1508

საშინაო მარმელადი არა მხოლოდ გემრიელი დესერტი, არამედ შესანიშნავი შიგთავსია ფუნთუშებისთვის, ორცხობილებისა და ღვეზელებისთვის. ამ რეცეპტით მარმელადის მომზადება ნებისმიერი კენკრისგან შეგიძლიათ, მაგრამ ყველაზე გემრიელი გარგარისგან მომზადებული მარმელადია.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ მარმელადი ყოველგვარი გამასქელებლის, საკვები საღებავისა და კონსერვანტების გარეშე. იდეალური ფერი და შესანიშნავი გემო!

თუ მარმელადს სუფთა ჰაერზე გამოაშრობთ, მას რაჰათ-ლუქუმის მსგავსი გემო ექნება, პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ საცხობი ღუმელი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ გარგარი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 100 მლ წყალი

მომზადების წესი 

1. კარგად გარეცხეთ გარგარი ფუნჯით. გაყავით შუაზე და ამოაცალეთ კურკა. ნაყოფი კი ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ.

2. მოათავსეთ გარგარი ღრმა ქვაბში და დაასხით წყალი, დაახურეთ თავსახური და მოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ კი ცოტათი გააცივეთ.

3. თუ კენკრა ძალიან მწიფე ან წვნიანია, მან შესაძლოა ბევრი სითხე გამოიღოს. იგი შეგიძლიათ გადაღვაროთ ცალკე ჭურჭელში და შემდგომ კომპოტისთვის გამოიყენოთ.

4. როდესაც გარგარი ცოტათი გაცივდება, დაუმატეთ ლიმონმჟავა და დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ პიურეს კონსისტენცია.

5. მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი და დაადგით დაბალ ცეცხლზე. მოურიეთ ხის კოვზით.

6. გარგარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადუღდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პიურე გამუქდება. მოდუღების პროცესში მუდმივად მოურიეთ ხის კოვზით.

7. მარმელადი რამდენჯერმე უნდა მოადუღოთ. ისე, რომ მასა 2-3-ჯერ შემცირდეს.

8. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საკვები ქაღალდი და დაასხით მასზე პიურე, სისქე არ უნდა აღემატებოდეს 2 სმ-ზე მეტს. გააცივეთ პიურე, გადააფარეთ სპირტიანი პერგამენტი (ეს უბრალო, სპირტში ამოვლებული და გამშრალი პერგამენტია) და შეინახეთ ძალიან მშრალ ადგილას. მარმელადი მზად იქნება მაშინ, როცა მის დაჭრას დანით მოახერხებთ.

9. ღუმელში მარმელადი უნდა გამოაშროთ 30-40 გრადუსზე, კარი ნახევრად ღია უნდა იყოს.

10. გასქელებული მარმელადი გადმოიღეთ საცხობი ლანგრიდან და გადააბრუნეთ, მოხსენით საკვები ქაღალდი, მოაყარეთ სიმინდის სახამებელი და დაჭერით პატარ-პატარა ნაჭრებად.

11. ნაჭრები ამოავლეთ შაქარში ან სიმინდის კრახმალის, შაქრის პუდრისა და ლიმონმჟავას ნარევში (1:3:1 თანაფარდობით).

12. მზა მარმელადი ფენებად ჩაალაგეთ გერმეტულ ჭურჭელში, ფენებს შორის კი აუცილებლად მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი.

13. შეინახეთ მარმელადი ცივ ადგილას. დესერტი ვარგისია 3-4 თვის განმავლობაში. გემრიელად მიირთით!