მეუღლე ხშირად მთხოვს ანტონ ჩეხოვის საყვარელი კერძის მომზადებას

743

ხელოვნებათა შორის უმთავრესი, ლენინის სიტყვებით, ჩვენთვის კინოა. ხოლო უგემრიელესი თევზის სახელს ანტონ ჩეხოვის დამსახურებით ატარებს კობრი არაჟანში.

ვერავის ძალუძს ჩეხოვის მსგავსად აღწეროს კერძები.

რად ღირს მხოლოდ ეს მონაკვეთი: ” როგორც კი მიირთვი ბორში ან სუპი, ახლა კი დროა თევზეული მოიტანოთ. თევზებს შორის საუკეთესოა – შემწვარი კობრი არაჟანში, რათა არ ქონდეს დამახასიათებელი სუნი და გამოვიდეს საოცრად ნაზი, თევზი ცოცხლად უნდა გააჩეროთ რძეში მთელი დღე”.

კობრი არაჟანში

“ალუბლის ბაღეის” და “სამი დის” მომავალი ავტორი დაიბადა 29 იანვრას 1860 წელს პატარა სახლში პოოლიციის ქუჩაზე ტაგანროგში.

მოვამზადოთ კობრი ჩეხოვისებურად

ინგრედიენტები

  • 4 კობრი
  • 5 კარტოფილი
  • 4 თავი ხახვი
  • 1ლ რძე
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • კამა
  • 70გ გაყინული კარაქი
  • მარილი და წიწაკა
  • ფქვილი

მომზადება

  1. თევზის ცოცხლად რძეში გაჩერება მე ვერ მოვახერხე, რადგან გაყინული თევზი შევიძინე. მაინც მივყევი ჩეხოვის ინსტრუქციებს და ჩავდე თევზი რძეში.
  2. წაუსვით მარილი, წიწაკა, საყვარელი სანელებლები. გააშრეთ და დაასვენეთ.
  3. მრგვლად დაჭერით ხახვი.
  4. მსუბუქად მოთუშეთ კარაქში.
  5. დაუმატეთ კარტოფილი და მოაყარეთ მარილი,
  6. იმავე ტაფაზე შეწვით ფქვილში ამოვლებული თევზი.
  7. მოათავსეთ ხახვის და კარტოფილის ბალიშზე. მოასხით არაჟანი და მოაყარეთ გახეხილი კარაქი.
  8. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
  9. კობრი არაჟანში მზად არის!

გემრიელად მიირთვით!