მარტივი და ხალხური ნამცხვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

1576

ნამცხვარი შოკოლადის მინანქრით – შესანიშნავი ვარიანტია ჩაის მისაყოლებლად. ასეთი დესერტი ოჯახში დიდხანს არასდროს ძლებს, შეგიძლია დილით ყავასთან ერთად მიირთვა, ან კომპოტთან და წვენთან. მისთვის რაიმე სპეციალური ფორმა არაა საჭირო, მხოლოდ ჩანგალი და გასაბრტყელებელი.

ცომში უნდა დაამატოთ ვანილის პუდინგი, რათა ნამცხვარი ნაზი და ჰაეროვანი გამოვიდეს. თუ მაღაზიაში ეს ინგრედიენტი ვერ აღმოაჩინეთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სიმინდის სახამებლისა და ვანილის შაქრის ნაზავით. თუ შოკოლადის მოყვარული ხართ, გამოიყენეთ შოკოლადის პუდინგი და დაამატეთ 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 250 გრ კარაქი
  • 1 ც ვანილის პუდინგი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • ლიმონის წვენი გემოვნებით

მომზადება

1. დაარბილეთ კარაქი, შეურიეთ ყველა ინგრედიენტები, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 30 წუთით.

2. მოატეხეთ 20-20 გრამი ცომი, დაამრგვალეთ, გააბრტყელეთ ჩანგლით.

3. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, ცოტაოდენი მოშორებით მოათავსეთ ნაწარმი, გამოცხობისას ცომი ამოვა. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 13 წუთის განმავლობაში.

მზა ნამცხვარს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი ან ამოავლოთ შოკოლადის მინანქარში, მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი, დაჭრილი ნიგოზი – მოკლედ, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!