ვაშლის ნამცხვარი თხელი ცომით

662

ვაშლის ნამცხვარი – ეს ყველა დროის ორიგინალური და უკვდავი დესერტია.

ამ დესერტისთვის ცომი გამოდის უთხელესი, რაც ძალიან სასიამოვნოა.

შაქარი შეგიძლიათ შეცვალოთ თაფლით.

ინგრედიენტები

  • ვაშლი 1,3კგ
  • ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • დარიჩინი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 50მლ
  • აგარ-აგარი 4 სუფრის კოვზი
  • კარაქი 105გ
  • ნუშის ფურცლები 15გ
  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
  • ნუშის ფქვილი 80გ
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 170გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1.ორივე სახეობის ფქვილი დაუმატეთ ერთმანეთს. ცალკე ათქვიფეთ კვერცი ჩვეულებრივ შაართან ერთად, ეს მასა დაუმატეთ ფქვილისას. დაუმატეთ 70გ ოთახის ტემპერატურის კარაქი და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ ოაკეტში და შეინახეთ მაცივარში 40 წუთი.

2.ახლა კი მოვამზადოთ შიგთავსი. გაასუტავეთ და დაჭერით ვაშლი, მოასხით ლიმონის წვენი და მოურიეთ.

3.ვაშლი გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი, ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ვანილი. მოთუშეთ 8 წუთი, მოურიეთ.

4.როცა ვაშლი გაგრილდება ოტახის ტემპერატურამდე, დაუმატეთ აგარ-აგარი და კარგად მოურიეთ.

5.ცომი გადაანაწილეთ ფორმაში. გამოაცხე 200 გრადუსზე 15 წუთი, შემდეგ 180 გრადუსზე 10 წუთი.

6.შიგთავსი გადაიტანეთ ფორმაზე, ზმოდან მოაყარეთ კარაქის ნაჭრები და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

7.მოაყარეთ ნუშის ფოთლები და გამოაცხეთ დამატებით 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!