ბერძნული სამზარეულოს საამაყო კერძი. ჩემმ ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ინგრედიენტები
- 1,5კგ ბადრიჯანი
 - 150გ ყველი
 - 150გ საფანელი
 - 100გ პური
 - სანელებლები გემოვნებით
 - ოხრახუში
 - 1 კბილი ნიორი
 - 1 კვერცხი
 - რძე
 - 200გ რბილი ყველი
 - მცენარეული ზეთი
 
მომზადება
- ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ბადრიჯანი. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი. დააფარეთ თავზე და მოთუშეთ 15-20 წუთი.
 - დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მოატავსეთ ჯამში და გააგრილეთ.
 - მოაყარეთ მარილი, გახეხილი ყველი, კვერცხი, რძეში დარბილებული პური, საფანელი, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი და შავი წიწაკა გემოვნებით.
 - მოზილეთ მიღებული ფარში. თუ მასა თხელი გამოვა დაუმატეთ საფანელი. ფარშს მიეცით ბურთულის ფორმადა ზემოდან დაადეთ ყველი.
 - გააბრტყელეთ და მიეცით კატლეტის ფორმა. ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში. შეწვით ზეთში.
 - მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე და სეწვით 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
 
გემრიელად მიირთვით!
            








