ბევრმა იცის, რომ მანანის ბურრული საუზმეზე – დღის იდეალური დასაწყისია. დღეს ჩვენ დაუვიწყარი საუზმის მომზადებას გასწავლით.
თუ მანანის ბურღულს დაუმატებთ დარიჩინს და რამდენიმე ინგრედიენტს, თქვენ დაუვიწყარ გემოებს მიიღებთ.
ინგრედიენტები
- 170გ მანანის ბურღული
- 4 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
- 1/2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1/2 სუფრის კოვზი მარილი
- 1,5 სუფრის კოვზი დარიჩინი
- 450მლ რძე
- 1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
- 1 კვერცხი
ინგრედიენტები დეკორისთვის
- 4 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
- 65გ ყავისფერი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი დარიჩინი
- 115გ კრემ-ყველი
- 60გ შაქრის ფხვნილი
- 3 სუფრის კოვზი რძე
მომზადება
- მანანის ბურღულს დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და დარიჩინი.
- ცალკე ჯამში მოათავსეთ რძე, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და გამღვალი კარაქი. დაუმატეთ მანანის ბურღული და მიღებული მასა გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში.
- გამოაცხვეთ 20 წუთი 160 გრადუსზე.
- პირველი ტკბილი სოუსის მოსამზადებლდ კარაქს დაუმატეთ, შაქარი, დარიჩინი. მეორეს მოსამზადებლად – კრემ-ყველი, შაქრის ფხვნილი და რძე.
ყურადღება – გამოიყურება საოცარად მადისაღმძვრელად!
გაილამაზეთ დილა ამ კერძით. გემრიელად მიირთვით!